fbpx

რა სხვაობაა SEO და SEM შორის?

თარიღი: 12 April, 2019

დღესდღეობით მომხმარებლები უმეტესწილად ცდილობენ მოიძიონ სასურველი ინფორმაცია გუგლის საშუალებით. სწორედ ამიტომ საიტის ოპტიმიზაცია და გამართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გუგლის რანჟირების სისტემაში ორგანულად, ძიების შედეგად, არანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე მოხვდეთ საძიებო სისტემის სათავეში.

ამ მიზნის მისაღწევად სწორედ უნდა შეგეძლოთ ეგრეთწოდებული Keyword-ების გამოყენება და მათი ჩაქსოვება საიტის ძირითად კონტენტში. გარდა ამისა, საჭიროა ალტ-ტექსტების, ბექლინკების და სხვა ესენციალური სტრატეგიების გამოყენება, როდესაც საძიებო სისტემის მარკეტინგზე ვსაუბრობთ.
დღევანდელ სტატიაში თქვენ დეტალურად გაეცნობით, თუ რა სხვაობაა SEO და SEM-ს შორის.

რა არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – SEO?

SEO იგივე საძიებო სისტემის მარკეტინგი, მოიცავს საიტის ოპტიმიზაციისა და გამართულობის სხვადასხვა ხერხებს, გუგლში უკეთესი რანჟირების მოსაპოვებლად.
ალბათ აქვე გაგიჩდათ კითხვა, რა არის გუგლის რანჟირება და რისთვის არის საჭირო?
პასუხი მარტივია, საძიებო სისტემაზე ზრუნვა ეხმარება თქვენს საიტს არანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე მოხვდეთ საძიებო სიტყვის ჩაწერისას, შედეგების პირველ გვერდზე.

SEO-ს მიზანიც სწორედ ეს არის, მოიყვანოს უფასო მომხმარებელთა ნაკადი.
ოპტიმიზირებული ვებსაიტი უფრო მარტივად აღქმადია საძიებო სისტემის განმსაზღვრელი ელემენტებისთვის, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს თქვენი საიტის უკეთეს SERP (Search Engine Ranking Page) რანკირებას.

SEO-ს ძირითადად 2 მთავარი განხრა აქვს on-site და off-site SEO

On-site მოიცავს და აკონტროლებს საიტის შიდა სამზარეულოს, კერძოდ რამდენად ოპტიმიზირებულია გვერდი, სურათები, არის თუ არა პლაგიატიზმის შემცველი სტატიები, სწორედ არის თუ არა ტეგები გამოყენებული და ა.შ.

Off-site მოიცავს პროცესს თუ რამდენად სანდო არის თქვენი ვებსაიტი და რამდენად ხშირად იყენებენ სხვა საიტები თქვენს სახელს, მსგავსი ტიპის ქმედებით საძიებო სისტემა ხვდება, რომ თქვენ ხართ საიმედო წყარო, რომელიც აღიარებულია სხვა საიტების მიერ.

რა არის საძიებო სისტემის მარკეტინგი – SEM?

საძიებო სისტემის მარკეტინგი არის პროცესი, რომლის მთავარი მიზაინია, რომ საიტმა შეიძინოს უფრო მეტი აქტიური მომხმარებელი, არ აქვს მნიშვნელობა მსგავსი შედეგი იქნება მიღწეული ფასიანი თუ უფასო კამპანიით.

ფასიანი რეკლამირება საძიებო სისტემაში ძირითადად დაკავშირებულია სარეკლამო ადგილის ყიდვასთან. ანუ მარტივად, რომ ვთქვათ თქვენ ყიდულობთ ბანერს, ყველა ბანერს აქვს განსხვავებული ფასი, რომელიც დგინდება იმის და მიხედვით თუ რამდენმა ადამიანმა ნახა საშუალოდ მოცემული ბანერი. იგივე სახის დატვირთვა აქვს ფასიანი რეკლამების შესყიდვას საძიებო სისტემაში.

ირჩევთ უნიკალურ სიტყვას, რომელიც მიგაჩნიათ, რომ რელევანტურია თქვენს პროდუქტთან ან სერვისთან, ამის შემდეგ საძიებო სისტემა გიჩვენებთ თუ რამდენი ადამიანი წერს ძებნაში სუალოდ კონკრეტულ საძიებო სიტყვას და ამის მიხედვით ადგენს რეკლამების განთავსების ფასს.

 

ისწავლე SEO და SEM ჩვენს აკადემიაში http://digitaledu.ge/seo/