SEO Biznesshi

SEO-ს დანიშნულება ბიზნესში

თარიღი: 8 June, 2019

არის თუ არა Seo ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი, საჭიროა თუ არა ინვესტიცია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისთვის, თუ თვლით რომ მის გარეშეც წარმატებული იქნება თქვენი საქმიანობა?

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც კომუნიკაციის მთავარი ენა თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტია, ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანობა , რომელსაც კომერციული სახე აქვს ადაპტირებული იყოს ინტერნეტ სივრცესთან.
ინტერნეტმა გაარღვია ფიზიკური საზღვრები ქვეყნებს შორის, ამიტომ ის გადამწყვეტი ადგილი გახდა ბიზნესის ლოკალიზაციისთვის. ამან გამოიწივა Seo-ს არსებობის აუცილებლობა, რადგან ვებ-გვერდებს შეძლებოდათ საძიებო სისტემების შედეგებში მოხვედრა.

დღეს მომხარებლების უმრავლესობა სწორედ ინტერენტ რესურსებში ცდილობს პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას , ფაქტია, რომ კონტაქტების გაზრდისთვისა და წარმატებისთვის Seo ოპტიმიზიცია აუცილებელია. მისი მუშაობის პრინციპი თქვენი ბიზნესის ინტერესებზე მორგებული ალგორითმით უნდა იყოს.
მომხარებლები საძიებო სისტემებს ენდობიან, მათი უმრავლესობა მხოლოდ პირველი გვერდის შედეგებს ნახულობს პროდუქტის ან სერვისის ძიების დროს, ამიტომ თქვენი ბიზნესის შესახებ ინფრომაციის მოხვედრა პირველ გვერდზე ძალიან მნიშვნელოვანია.

ონლაინ ხილვადობა ბიზნესისთვის

Seo ოპტიმიზაციის დროს შესაძლებელია შედეგების სტაბილური კონტროლი, Google Analytics -ის საშუალებით დაადგენთ ვინ სტუმრობს თქვენს ვებ გვერდს, გაიგებთ პოტენციურ მომხარებლებსა და მათ კონკრეტულ ინტერესებს თქვენი ბიზნესის მიმართ.
ონლაინ ხილვადობა კი დღეს ბიზნესისთვის მთავარი კომპონენტია, მისი დახმარებით ციფრულ სამყაროში მომხმარებლის ყურადღების მიქცევა შეიძლება.
Seo-ს გამოყენების გარეშე თქვენი პროდუქტით ან ბრენდით დაინტერესებული მომხარებლები ვერ შეძლებენ თქვენზე ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში, რაც ცუდად აისახება თქვენი საქმიანობის გაფართოებაზე.

არ აქვს მნიშველობა რა მდგომარეობაშია ახლა თქვენი ბიზნესი, წარმატებული ხართ თუ კრიზისის ეტაპზე იმყოფებით, Seo არის ის, რისი კონტროლიც გამჭვირვალედ შეგიძლიათ: იცოდეთ თუ ვინ სტუმრობს თქვენს გვერდს და ონლაინ ხილვადობით თქვენს ბიზნესს ზრდაში დაეხმაროთ.
Seo-ს დანიშნულებასთან გაცნობის შემდეგ, თუ დარწმუნდით მის აუცილებლობაში და თვლით რომ SEO-ს ცოდნა და მისი გამოყენება თქვენი საქმიანობის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ გაეცანით ციფრული ინდუსტრიის აკადემიის Google Ads and Analytics-ის კურსს.

ასევე იხილეთ ჩვენი კურსდამთავრებული სტუდენტის შთაბეჭდილებები კურსის შესახებ 

ტეგები: