fbpx

სალომე ნავდარაშვილის ისტორია: სამართლის ფაკულტეტიდან მარკეტინგამდე

თარიღი: 24 January, 2025

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, სალომე ნავდარაშვილის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსები გაიარა, ახლა კი დასაქმებულია ციფრულ მარკეტინგულ სააგენტო Erti agency-ში სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

მე ვარ სალომე ნავდარაშვილი, 21 წლის. ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, თუმცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მარკეტინგი იყო  ის  სფერო, რომელიც მაინტერესებდა და გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, სადაც სწავლა რეკომენდაციებისა და საკმაოდ ბევრი ძიების შედეგად გადავწყვიტე.  

აკადემიაში გავიარე სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსი, სადაც მივიღე უდიდესი თეორიული ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების დიდი სურვილი. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ჩემი პროფესიით დასაქმებაც.

ამჟამად დასაქმებული ვარ ციფრულ მარკეტინგულ სააგენტო Erti agency-ში სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე, სადაც ყოველდღიურად ვვითარდები, ვიზრდები და რაც მთავარია, დიდ სიამოვნებას ვიღებ საქმის კეთებით. 

აკადემიის რეკომენდაციის საფუძველზე მივიღე Erti agency-სგან დასაქმების შემოთავაზება. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ არა ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ასეთ მოკლე დროში ვერ შევძლებდი ჩემი ცოდნის და უნარების ამ სფეროში გამოყენებას.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ  მაქსიმალურად ორიენტირებულები იყვნენ  სწავლაზე და სიახლეების ძიებაზე. დასვან კითხვები, არ შეწყვიტონ განვითარება და გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.