სალომე მხეცაძის ისტორია: სამედიცინო სფეროდან ციფრულ სამყარომდე
თარიღი: 24 May, 2024
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის სალომე მხეცაძის ისტორიას, რომელიც სამედიცინო სფეროდან ციფრულ სამყაროში მოხვდა აკადემიის გავლით, სადაც გრაფიკული დიზაინი გაიარა. ახლა კი დასაქმებულია მედია ბაიერად „ნექსი მედიაში“.
მე ვარ სალომე. ხატვა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩემი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალება იყო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შემოქმედებითი ენერგიით ფინანსების გამომუშავებას შევძლებდი, ამიტომაც პროფესიად ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი საქმიანობა – სტომატოლოგია ავირჩიე.
6 წლიანი სწავლისა და ზემოხსენებული სტერეოტიპის მიუხედავად, მაინც ვცადე ბედი იქ, სადაც ბუნებრივი ინტერესი მქონდა და სამედიცინო სფეროში მუშაობის პარალელურად გავიარე გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.
აკადემიამ სირთულეებთან ერთად დამანახა ის უპირატესობები, რაც ციფრულ სამყაროში მუშაობას გააჩნია. ის ფაქტი რომ შენთვის საინტერესო საქმიანობით ნებისმიერი ადგილიდან მოქნილი გრაფიკით შეგიძლია იმუშაო უცხოურ კომპანიებთან, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ასეთ პირობებში მეტი შანსი გაქვს, რომ სხვა ინტერესებიც დაიკმაყოფილო და ცხოვრების ყველა სფეროს სათანადოდ დაუთმო ყურადღება.
ამჟამად დასაქმებული ვარ მედია ბაიერად „ნექსი მედიაში“.
ვისაც ნამდვილად სურს ციფრულ სამყაროში დასაქმება, საკუთარი გამოცდილებით ვურჩევ, არ დაკარგოს დრო და გადადგას პირველი ნაბიჯები ამჟამინდელი საქმიანობისა თუ ასაკის მიუხედავად. ამის შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდება მათთვის, რამდენად უღირთ იმ სირთულეებისა და ბარიერების გადალახვა, რაც უამრავ სიკეთესთან ერთად ციფრული ინდუსტრიას თან ახლავს.