fbpx
ციფრული მარკეტინგის კურსი

სალომე კერესელიძის ისტორია: ფსიქოლოგიიდან მარკეტინგამდე

თარიღი: 5 August, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის სალომე კერესელიძის ისტორიას, რომელმაც პროფესიული განვითარება სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით დაიწყო, თუმცა მალევე ციფრული მარკეტინგი აღმოაჩინა. შემდეგ აკადემიაში ციფრული მარკეტინგისა და ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსები გაიარა, ახლა კი კომპანია “Betlive”-ში მუშაობს ციფრული მარკეტინგის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მე ვარ სალომე კერესელიძე, ციფრული მარკეტერი და კრეატორი. პროფესიული განვითარება დავიწყე სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით და რადგანაც მკვლევრის ბექგრაუნდი მაქვს, შორს არ წავსულვარ. ნელ-ნელა ძიების პროცესში გამოიკვეთა ახალი მიმართულება, რომელსაც ციფრული მარკეტინგი ერქვა და ძალიან გამიტაცა. დავინახე, რომ ამ ორ პროფესიას დიდი თანაკვეთა ჰქონდა და დავიწყე შემეცნება.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ძალიან გამიმართლა, რადგან ახალი პროფესიის დაუფლებას კოვიდის პირველი ტალღა დაემთხვა და გართულდა სხვადასხვა გარე აქტივობაში ჩართვა.

ერთი მხრივ, კოვიდის გამო სახლში დიდი დროის გატარებამ თავისი დადებითი მხარე გამოავლინა. ციფრული მარკეტინგის გარდა ტიკტოკ კონტენტის შექმნა დავიწყე, ჩემი საყვარელი მიმართულების, ფილმების შესახებ რივიუების მომზადება.

მკვლევრის ინსტინქტი გავაღვიძე ჩემში და სხვადასხვა სასწავლო კურსის მოძიების პროცესში ციფრული ინდუსტრიის აკადემიას მივაგენი. როდესაც გავიკითხე და დამატებით კარგი შეფასებები მივიღე, ბევრი აღარ მიფიქრია და ავიღე პირველი კურსი, რომელსაც ბექა ყაფლანიშვილი გვიტარებდა. ეს სფერო ბექამ შემასწავლა და შემაყვარა. ამის შემდეგ დავმეგობრდით და ერთადაც ვმუშაობდით.

პირველად ციფრული მარკეტინგის ზოგადი კურსი გავიარე, თუმცა კურსის განმავლობაში ძალიან დეტალურად გავიარეთ ედვერთაიზინგის ნაწილი, რომელიც ციფრული მარკეტინგის უმთავრესი მიმართულებაა.

რაღაც პერიოდის შემდეგ დადგა საჭიროება, რომ advanced კურსი ამეღო, რადგან ანალიტიკის სიღრმისეულად შესწავლა მომინდა. მეორე კურსი უკვე ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსი იყო, რომელსაც ელენე ბიბილეიშვილი ხელმძღვანელობს.

ამჟამად ვმუშაობ კომპანია “Betlive”-ში, ციფრული მარკეტინგის ანალიტიკოსის პოზიციაზე. მეორე კურსის გავლის შემდგომ დავიწყე ამ კომპანიაში მოღვაწეობა, როგორც დიჯითალ ედვერთაიზერმა. მალევე კი დამაწინაურეს ციფრული მარკეტინგის ანალიტიკოსის პოზიციაზე და ვთვლი, რომ ამჟამად ერთ-ერთი საინტერესო და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიაა.

პარალელურად ვატარებ ციფრული მარკეტინგის კურსებს და ვეხმარები სხვადასხვა კომპანიას დიჯითალ მარკეტინგის პრინციპების დანერგვაში.

კოვიდის დაწყებამდე რომ არ მომესწრო ციფრული მარკეტინგის კურსის გავლა, ახლა ნამდვილად არ ვიცი რომელ სფეროში ვიქნებოდი, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ DATA-სთან მუშაობისგან შორს არ წავიდოდი.

ძალიან მიხარია, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ორი კურსი გავიარე და ორივეს ამ სფეროს პროფესიონალი ლექტორი გვიტარებდა. ეს ადამიანები დღეს უკვე ჩემი კოლეგები და მეგობრები არიან, რაც პროფესიის გარდა ადამიანურად ძვირფასი შენაძენია.

ციფრული სამყაროში დასაქმების მსურველებს იმას ვეტყოდი, რასაც ჩემს სტუდენტებს ვეუბნები: ადამიანები გავდივართ სხვადასხვა გზას, თუმცა, როდესაც გულწრფელად გაინტერესებს რაღაც სფერო, შეუძლებელია, წარმატებას ვერ მიაღწიო. უნდა იპოვო ერთი კონკრეტული წერტილი, რაზეც ფოკუსირდები და შრომის პროცესში ახალი შესაძლებლობები თავად გამოჩნდებიან.