fbpx

სალომე კაიშაურის ისტორია: როგორ გავხდი სოციალური მედიის მენეჯერი?

თარიღი: 23 April, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის სალომე კაიშაურის ისტორიას, რომელმაც აკადემიაში სოციალური მედიის კურსი გაიარა, ახლა კი ოლივანდერ ჯგუფის სოციალური მედიის მენეჯერია. 

მე ვარ ჟურნალისტიკის კურსდამთავრებული და სულ მაინტერესებდა ციფრული მედია. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ვიცოდი, რა მინდოდა და მაშინვე ავიღე სოც მედიის კურსი.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ სოც ქსელებიდან შევიტყვე და როცა გავიკითხე სანაცნობოში, მხოლოდ დადებითი შეფასებები მივიღე.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე სოციალური მედიის კურსი და ამ კურსმა მომცა სრულფასოვანი ცოდნა იმისათვის, რომ ვიყო წარმატებული მენეჯერი ციფრულ სამყაროში

ამჟამად ვარ ოლივანდერ ჯგუფის სოციალური მედიის მენეჯერი. 

რომ არა აკადემია ახლა არ მექნებოდა ამხელა ცოდნა ციფრულ მედიაში და ტრადიციულ, მოსაწყენ მედიაში მექნებოდა დაბალანაზღაურებადი სამსახური.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს შემდეგს ვურჩევდი – დღესდღეობით უამრავ შესაძლებლობას იძლევა ციფრული სამყარო, შეგიძლიათ დაეუფლოთ სრულიად ახალ პროფესიას და იყოთ მოთხოვნადი კადრი, ასე რომ წინ ციფრული სამყაროში!