სად მუშაობენ MOTION დიზაინერები?
თარიღი: 7 June, 2019
როგორ უნდა დაიწყოთ კარიერა Motion design-ის სფეროში?
ამ შეკითხვაზე კომპეტენტური პასუხის გასაცემად გთავაზობთ ამ სფეროს ექსპერტების მოსაზრებებსა და რეალურ გამოცდილებას. პირველ რიგში კი, დავაზუსტოთ, რომ Motion დიზაინერი ქმნის მულტიმედიურ კამპანიებს დიდი კორპორაციებისთვის, სასწავლო პლატფორმებისთვის და სარეკლამო პროდუქტებისთვის.
მარტივად რომ ვთქვათ, დიზაინს, რომელსაც მოძრაობის ტრაექტორია აქვს.
ჯორჯ რუიზი, ,,Mantis Digital Arts” -ის არტისტი თვლის, რომ გრაფიკული დიზაინის და ანიმაციის თეორიის საბაზისო ცოდნა აუცილებელია Motion დიზაინერის კარიერის დასაწყებად.
ყოველწლიურად ახალი მეთოდები და პრაქტიკები ჩნდება, ამიტომ ცოდნის ბოლომდე მიღება ამ სფეროში წარმოუდგენელია, წარმატების მისაღწევად Motion დიზაინერები მუდმივად უნდა ეცნობოდნენ სიახლეებს.
Motion დიზაინერის ანაზღაურება
Motion დიზაინერის საქმიანობა იმით განისაღვრება თუ სად მუშაობს და რა კონკრეტული ბრიფი დევს მის წინაშე.
The Creative Group’s 2016 Salary Guide-is კვლევებით $66,000 დან $99,000 მდე მერყეობს Motion დიზაინერის ანაზღაურება მსოფლიო ბაზარზე.
საქართველოში კი ამ კუთხით მოთხოვნა თანდათან იზრდება, ქართული სოციალური მედიის გვერდებზე ჩნდება Motion Design-ის პროდუქტები. სახელფასო მაჩვენებელი კი 2000 – 4000 ლარამდე მონაცვლეობს, დამსაქმებლისა და კომპანიების სტატუსის მიხედვით.
Motion design-ის ენა და საჭიროება UI დიზაინში
სწორად შერჩეული Motion დიზაინი ინტერფეისს ხდის მარტივს, თვალისთვის ნათელი ხდება ახალი ობიექტების ეკრანზე გამოტანა.
,,Apple”-ის UI დიზაინის გუნდის წევრი, ქრეგ დენერი ამბობს, რომ Motion-ი ყვება ისტორიას და აპლიკაციის თანმიმდევრობის უკეთ გასაგებად ის გიდის როლს ასრულებს.
Motion design-ის გამოყენება ინტერფეისის შესაქმნელად ახალი ტენდენციაა ტექნოლოგიების სფეროში, პროფესიონალები უარს ამბობენ სტატიკურ UI დიზაინზე და უპირატესობას ანიჭებენ მოძრავ ინტერაქციას, ამიტომ Motion დიზაინერები აქტიურად არიან დასაქმებული UI/UX დიზაინის სფეროშიც.
დღესდღეისობით, ინტერნეტში არსებული ვიდეო გაკვეთილებიდან შესაძლებელია Motion design-ის პრინციპების შესახებ წარმოდგენის შექმნა, თუმცა პირადი კომუნიკაცია ამ სფეროს სპეციალისტებთან ბევრად სწრაფ შედეგს და დასაქმების სამომავლო გარანტიას იძლევა .
,,Motion design-ის დახმარებით მე შემიძლია ამბის მოყოლა ისე, როგორც ვერასდროს შეძლებდა მას სტატიკური გამოსახულება’’ – ამბობს დენიელ აბრუზესი, ტექნოლოგიური კომპანია ,,Curiccula”-ს კრეატიული დირექტორი.
თუკი ამ მოსაზრებას ეთანხმებით და Motion design-ს მიანდობთ თქვენი იდეის გადმოცემის პროცესს,
ციფრული ინდუსტრიის აკადემია იწყებს Motion design-ის კურსს