როგორ მოვხვდი სოციალური მედიის კურსიდან SUPER – ში?
თარიღი: 9 December, 2023
დღეს სოფიო წიკლაურის ისტორიას გაგიზიარებთ, რომელმაც სოციალური მედიის კურსი გაიარა და ამჟამად Super Store-ში კონტენტ კრეატორის პოზიციას იკავებს.
გამარჯობა, მე სოფიო წიკლაური ვარ, 24 წლის, კონტენტ კრეატორი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ვინაიდან, ამჟამად მაქვს კარიერული პაუზა, გადავწყვიტე ციფრული ტექნოლოგიები უფრო სიღრმისეულად შემესწავლა. უნივერსიტეტის პარალელურად მქონდა ჩემი მცირე ბიზნესი, რომლის სოციალურ პლატფორმებს თავად ვმართავდი, სწორედ იმ პერიოდიდან მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
გავიარე სოციალური მედიის კურსი, ნუცა ბერუჩაშვილის მენტორობით. ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა, რომ მცირე დროში შემესწავლა ციფრული პლატფორმების მართვისთვის აუცილებელი ყველა ხელსაწყო. არ შემიძლია, არ აღვნიშნო მენტორის დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. სწავლის დასრულების შემდეგაც კი, იგი მზად იყო ნებისმიერ საკითხში დაგვხმარებოდა.
ჩემი გადაწყვეტილება, მესწავლა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, შემთხვევითი არ ყოფილა. დიდი ხნის მანძილზე თვალს ვადევნებდი აკადემიისა და კონკურენტების სოც. მედიას, ვესწრებოდი მასტერკლასებს და ვცდილობდი სწორი არჩევანი გამეკეთებინა. მიხარია, რომ არ შევცდი და ჩემი მოლოდინები გამართლდა. ამ კურსის დასრულების შემდეგ მალევე დავსაქმდი კომპანია „სუპერში“ კონტენტ კრეატორის პოზიციაზე და ახლა მათ სოც. ქსელებს ვმართავ.
გარდა იმისა, რომ აკადემიაში მივიღე მაქსიმალური ცოდნა, მენტორმა მომცა ძალიან დიდი მოტივაცია. ის დამეხმარა, რომ ჩემი ცოდნა და უნარები მაქსიმალურად გამომეყენებინა დამსაქმებელთან.
ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ ახალ გამოწვევებს. ციფრული სამყარო სწრაფად ცვალებადია, სწორედ ამიტომ, ჩვენც მუდამ განვითარებასა და სწავლაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული.
თუ ფიქრობთ, დაიწყოთ თუ არა სწავლა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, გეტყვით, რომ თითოეული გასული წამი უკვე ფუჭად დაკარგულია.
წარმატებებს ვუსურვებ აკადემიის მომავალ სტუდენტებს, წინ ძალიან საინტერესო თავგადასავალი ელით!