Academy logo
Academy logo
როგორ ვაქციოთ შიში შესაძლებლობად?!

როგორ ვაქციოთ შიში შესაძლებლობად?!

14 ოქტ. 2026

ხანდახან ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი გაქვს. იპოვე კურსი, რომელიც მართლა გაინტერესებს, სილაბუსიც წაიკითხე, ლექტორებზეც გაეცანი ინფორმაციას და უკვე წარმოგიდგენია კიდეც, როგორი საინტერესო, სასიამოვნო იქნებოდა ამ მიმართულებით ახალი კარიერული ნაბიჯის გადადგმა.

შემდეგ რეგისტრაციის ღილაკთან ჩერდები და შენს ირგვლივ დემენტორებივით ჩნდებიან შიშები:

„იქნებ არ გამომივიდეს?“
„იქნებ უკვე გვიანია?“
„იქნებ ეს პროფესია საერთოდ ჩემთვის არ არის?“

შედეგად კი, ის, რაც შესაძლებლობა იყო, უეცრად რისკად, შიშად გადაიქცა. 

სინამდვილეში, ახალი ნაბიჯის გადადგმისას ხშირად თავად ცვლილება კი არა,  გაურკვევლობა, ბუნდოვანება გვაშინებს. ნაცნობ გარემოში, როგორც არ უნდა არ მოგვწონდეს ის,  ვიცით, რას უნდა ველოდოთ. ახალ გზაზე კი ჯერ პასუხები არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ვამჯობინებთ იქ ყოფნას, სადაც ვართ… კომფორტის ზონა უსაფრთხოდ გვეჩვენება, მაშინაც კი, როცა უკვე აღარ გვაკმაყოფილებს. ფსიქოლოგიური კვლევები და სტატიები მიუთითებს, რომ ადამიანებს ნაცნობი გარემოს შენარჩუნების სურვილი ბუნებრივად გვაქვს, რის გამოც, უცნობს საფრთხედ აღვიქვამთ.


„ჯერ მზად არ ვარ“

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი ფრაზაა.

ვფიქრობთ, რომ ჯერ მეტი ცოდნა გვჭირდება, მეტი დრო, მეტი თავდაჯერება ან რაღაც კონკრეტულ „სწორი მომენტს“ ველით. არადა, მზადყოფნის განცდა ხშირად ახლის დაწყების შემდეგ მოდის და არა მანამდე.

ბევრად მარტივია, როცა უცნობ სივრცეს პატარა ნაწილებად ვყოფთ: ჯერ ვეცნობით მიმართულებას, ვსვამთ კითხვებს, ვცდით, ვსწავლობთ და მხოლოდ შემდეგ ვიღებთ უფრო დიდ გადაწყვეტილებას. Psychology Today-ის ერთ-ერთ სტატიაშიც ხაზგასმულია, რომ მცირე, მართვადი ნაბიჯები ადამიანს ახალი გამოცდილების მიმართ თავდაჯერებას თანდათან უძლიერებს. თუ არ გჯერა, დარეგისტრირდი ჩვენს მასტერკლასებზე!



„იქნებ სხვებზე ნაკლები ვიცი“

ახალ სფეროში შესვლისას, თითქმის ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელმაც შენზე ადრე დაიწყო.

ვიღაცას უკვე აქვს გამოცდილება. ვიღაცამ ტერმინები იცის. ვიღაცას უკვე პორტფოლიო აქვს ამ მიმართულებით. და სწორედ აქ იჩენს თავს ეს შიში. მაგრამ სხვისი მეათე ნაბიჯის შედარება საკუთარ პირველ ნაბიჯთან, საერთოდ არაფერს გეუბნება შენს შესაძლებლობებზე.

სწავლა ხომ სწორედ იმიტომ დაიწყე, რომ ჯერ ყველაფერი არ იცი.


„თუ არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებ?“

ზოგჯერ ერთ გადაწყვეტილებას იმხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ, თითქოს ერთხელ არჩეულ გზას სამუდამოდ უნდა გავყვეთ. აქ გვავიწყდება, რომკარიერული გზა იშვიათად არის იდეალურად სწორი ხაზი. ადამიანები იცვლიან სფეროებს, ინტერესებს, როლებს და მიმართულებებს. თანამედროვე კარიერული გზა ხშირად ბევრად უფრო ზიგზაგურია, ვიდრე ადრე წარმოგვედგინა, აი, Flappy Bird-ს თუ თამაშობდით… დაახლოებით ეგეთი.

ზოგჯერ, ახალი მიმართულების გამოცდა იმისთვისაც გვჭირდება, რომ გავიგოთ, ეს ნამდვილად ჩვენია თუ არა.

ესეც შედეგია. და საერთოდ… არაუშავს, თუ ახალ გზაზე შიში შენი თანამგზავრია, მთავარია იგი საჭესთან არ დასვა.


ამ ჰელოუინზე შიშებს სხვა როლი მივეცით

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწორედ ის კარიერული შიშები შევაგროვეთ, რომლებიც ყველაზე ხშირად აყოვნებს ჩვენს პირველ ნაბიჯს და გადავწყვიტეთ, ამჯერად მათთვის სხვა მნიშვნელობა მიგვეცა.

15-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენს კურსებზე 30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.

თუ შენც დიდი ხანია ფიქრობ ახალ, მაგრამ დაწყებას მუდმივად ,,ორშაბათისთვის” დებ, შეიძლება სწორედ ახლაა დრო აქციო შიში შესაძლებლობად.

აირჩიე სასურველი კურსი და აქციე შიში შესაძლებლობად ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.