fbpx
საქართველოს ბანკი

როგორ მოხვდა ჩემი ანიმაცია Times Square-ზე? – ნიკა გოგიაშვილი

თარიღი: 9 June, 2021

,,საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, მიუკერძოებლად, რომ დავრჩე, ამიტომ მიკერძოებულად გეტყვით – აქ სწავლა დამეხმარა წავსულიყავი სწორი მიმართულებით და ალბათ, „ჩვენ“ რომ არა, დღეს ამ მონოლოგს სხვა სახელის ქვეშ, Dell-ის 17 ინჩიან საოფისე ეკრანზე, ხელშეკრულებების კითხვით მობეზრებული წავიკითხავდი.”

ნიკა ჩვენი თანამშრომელი და სტუდენტი იყო, ოდესღაც მის გონებაში გაფიქრებული სურვილი: ,,ერთ დღეს ჩემი ანიმაცია Times Square-ზე მოხვდება” ახდა. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ მის ძალიან საინტერესო ამბავს.

-ჩემ შესახებ…

იუსტიციის სახლში მცირე ბიზნესის რეგისტრაციისას შევთანხმდით, რომ 2D ანიმაციების დიზაინერი ვარ, მაგრამ დიდად სახელს არ დავირქმევდი და ვიტყოდი, რომ ყველაფერი მიზიდავს, რაც მოძრაობს, ყველაფერს ვკითხულობ, რაც მთლიანად ანიმაციის 12 პრინციპზე არ არის დაფუძნებული და ყველაფერს ვუსმენ, რაც 1960-იანების ,,სპაიდერმენის“ თემის სიმღერაა.

არ მიყვარს ხალხი, რომელიც ჩემს გაკეთებულ რეკლამებს სქიფავს და ჰგონია, რომ „მულტფილმებს ვაკეთებ.“

პატივს ვცემ ყველას, ვინც „მულტფილმებს აკეთებს,“

არ ვაკეთებ მულტფილმებს.

მაქვს ორი მიზანი – მუშაობა დავიწყო Ordinary Folks-ში და Ordinary Folks-ში მუშაობის დაწყების შემდეგ რამე უფრო დიდი მოვიფიქრო.

ჰობი – სოციალურ ქსელში ფარულად ჩემი მიზნების გამოქვეყნება და მიღწევის შემდეგ დააფდეითება, საერთაშორისო სამართალზე ჩაბარება და სამართლის ლექციების მოსმენის ნაცვლად, School Of Motion-ის ლექციებზე დასწრება.

პოდკასტებსაც ვუსმენ After Effects-ის ტექნიკური ჯგუფის წევრობის სირთულეებზე და ამერიკელი კონსერვატორის – ბენ შაფიროს შეხედულებებზე.

ზოგადად, ამერიკა მიყვარს და წლების წინ თაიმს სქუერზე გაფიქრებული „აქ ერთ დროს ჩემი ანიმაცია გავა“  ვოლზე, რომ გამომექვეყნებინა, დღეს დააბდეითებული მექნებოდა.

მოკლედ, მე ნიკა ვარ, რატომღაც საერთაშორისო სამართლის სტუდენტი და ,,ფულ თაიმ“ მოუშენ დიზაინერი.

საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, მიუკერძოებლად, რომ დავრჩე, ამიტომ მიკერძოებულად გეტყვით – აქ სწავლა დამეხმარა წავსულიყავი სწორი მიმართულებით და ალბათ, „ჩვენ“ რომ არა, დღეს ამ მონოლოგს სხვა სახელის ქვეშ, Dell-ის 17 ინჩიან საოფისე ეკრანზე, ხელშეკრულებების კითხვით მობეზრებული წავიკითხავდი.

პ.ს  საყვარელი ხელშეკრულება – 1998 წლის „რომის სტატუტი“.

-ანიმაცია, რომელიც Times Square..

საქართველოს ბანკი

იმ ანიმაციას რაც შეეხება, რის გამოც ამ სტატიაში მოვხვდი – მასზე არაფერს ვიტყვი, უფრო მეტს გეტყვით – დღეს საქართველოს ბანკში ვმუშაობ, იმ კომპანიაში, რომელიც საშუალებას მაძლევს გამოვხატო, რა შემიძლია და გამოვხატო თუნდაც ისეთი საშუალებებით, როგორიც არის ბილბორდი თაიმს სქუერზე.

დღეს მიხარია, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი აკადემიაში გავატარე და ამ დროის განმავლობაში, ლიმონათის ქარხნის თანამშრომლებისგან განსხვავებით, გულით ვურჩევდი გარშემომყოფებს, რომ გაევლოთ ჩვენი კურსები.

ასე ოსტატურად გადავალ რჩევების ნაწილზე და რედაქტორს კითხვის ჩასმის საშუალებას არ დავუტოვებ.

ისწავლეთ, ისწავლეთ მანამდე, სანამ ჩვევად არ გექცევათ და ის საქმე არ შეგიყვარდებათ, რომელსაც სწავლობთ. ამის შემდგომ, უფრო მეტი ისწავლეთ.

სტატიის ბოლოს, ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ამ ტექსტს ჯეიმს ბრაუნის Funky Soul-ის ფონზე არ კითხულობთ და თქვენი მხრიდან განსხვავებულად იკითხება.