fbpx
UI&UX დიზაინი

როგორ მოვხვდი UI/UX დიზაინის კურსიდან WEBIZ-ში?

თარიღი: 8 July, 2021

,,აკადემია ინტენსიურად ზრუნავს სტუდენტებისთვის სხვადასხვა ვაკანსიების შემოთავაზებისთვის. თუ გაგიმართლათ, შეიძლება მათივე რეკომენდაციით მოხვდეთ რომელიმე კომპანიაში.“

დღეს ლევან კენჭოშვილი მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-ჩემ შესახებ…

ლევან კენჭოშვილი, 21 წლის. ყოფილი ჟურნალისტი, ქოფირაითერი, მასწავლებელი და ახლა უკვე UI/UX დიზაინერი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

საკუთარ თავს, ღრმა თინეიჯერობის ასაკიდანვე შთავაგონე, რომ დიზაინერი უნდა გამოვსულიყავი. რაღაცნაირად, ამ ხალხის (დიზაინერების) ყოველთვის ძალიან მშურდა. ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანები საკუთარი პროფესიით არათუ კმაყოფილები, არამედ ბედნიერები იყვნენ.

ამიტომაც, ერთ დღეს, ყველა იმპულსის რეალობად ქცევა გადავწყვიტე და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ვებგვერდზე შევუდექი დიზაინ მიმართულებების გაცნობას.

-კურსი..

აკადემიაში გავიარე UI/UX დიზაინის 2 თვიანი კურსი, რომელმაც ერთი შეხედვით უტოპიური იდეა, რეალურ შესაძლებლობად მიქცია. კურსის განმავლობაში, ყველა ჩემს შეკითხვას პასუხი ეცემოდა ამომწურავად, რამაც სწორად წარმართა ჩემი დიზაინ აზროვნების ჩამოყალიბების და არჩეული დიზაინ მიმართულების შეყვარების პროცესი.

-ამჟამად დასაქმებული ვარ..

ვებიზი

ამჟამად ვმუშაობ ქართულ-ებრაულ კომპანია WEBIZ-ში. კომპანიის დირექტორი კი აკადემიის ამავე კურსის ერთ-ერთი ყოფილი ლექტორია, რომელიც თავად დამიკავშირდა და შეხვედრა დავგეგმეთ. ვფიქრობ, მასთან თანამშრომლობა ჩემი განვითარებისთვის უდიდესი გამოწვევა და დიზაინ კარიერის საუკეთესო დასაწყისი იქნება.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

აკადემია ინტენსიურად ზრუნავს სტუდენტებისთვის სხვადასხვა ვაკანსიების შემოთავაზებისთვის. თუ გაგიმართლათ, შეიძლება მათივე რეკომენდაციით მოხვდეთ რომელიმე კომპანიაში.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი…

ვფიქრობ, ჩვენი კარიერული გზის დაგეგმვა, არჩევის დროს ძალიან პრაქტიკულები უნდა ვიყოთ. ციფრულ სამყაროში დასაქმება კი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია, რომლისთვისაც მომავალში საკუთარ თავს აუცილებლად გადაუხდით მადლობას.