fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი UI/UX დიზაინის კურსიდან სასურველ პოზიციაზე?

თარიღი: 22 April, 2021

,,ძალიან გამიმართლა მენტორშიც და აკადემიაშიც,რადგან მოვხვდი შესაფერის დროს, შესაფერის ადგილზე პროფესიონალ მენტორთან.“

დღეს დავით გაბელაია მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ დავით გაბელაია, 23 წლის. თავისუფალი დრო არ მაქვს.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ სანამ მოვიდოდი მანამდე მქონდა წარმოდგენა. ვნახე უამრავი რეკომენდაცია და უკუკავშირი კურსდამთავრებულებისგან. სწორედ კურსდამთავრებულების მიერ გაზიარებული გამოცდილება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე აკადემიაში კურსის აღება.

-კურსი რომელიც გავიარე..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე UI/UX დიზაინი.კურსი იყო ძალიან ინტერაქციული. აკადემიაში განვითარებისთვის იდეალური გარემო იყო შექმნილი, საუკეთესოდ იყო დაბალანსებული პრაქტიკული სამუშაოები და თეორია.

ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა, უფრო მეტი ადამიანი გამეცნო საერთო ინტერესებით და გამეზარდა პროფესიული წრე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სფეროში. გამოცდილი ტრენერების მიერ გაზიარებული ცოდნა კი ძალიან დამეხმარა ჩემი თავის განვითარებასა და უკეთეს სპეციალისტად ჩამოყალიბებაში.

-ამჟამად ვმუშაობ..

დასაქმება

ამჟამად ვმუშაობ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  – მთავარი პროგრამისტის პოზიციაზე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ისედაც მქონდა გარკვეული გამოცდილება, კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნით კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გავხდი.

-გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ვურჩევდი, რომ აუცილებლად გაიარონ კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, რადგან აქ მიიღებენ უდიდეს გამოცდილებას, ცოდნას. არასდროს შეწყვიტონ საკუთარი თავის განვითარება. რადგან გზა სულ არის, შეზღუდვებშიც აკეთო ის, რაც გინდა!