fbpx
როგორ მოვხვდი UI/UX დიზაინის კურსიდან მეამაში ?

როგორ მოვხვდი UI/UX დიზაინის კურსიდან მეამაში ?

თარიღი: 13 May, 2022

,,როცა ადამიანს გულით სურს რაღაც და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ის აუცილებლად მიაღწევს მიზანს.”

დღეს, ნოდარ მექვაბიშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

ვსწავლობ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აიტის ფაკულტეტზე, ვარ მეოთხე კურსელი. UI/UX დიზაინის მიმართ ინტერესი გამიჩნდა, როდესაც უნივერსიტეტში შევისწავლე Front-End დეველოპმენტი. საბოლოოდ, ჩემი თავი UI/UX დიზაინერად დავინახე და ამ სფეროში დავიწყე განვითარება.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

სოციალური ქსელის საშუალებით აღმოგაჩინეთ და ასევე მეგობრის რეკომენდაციით, კიდევ უფრო დიდი სიმპათიები დაიმსახურეთ ჩემგან, რის შემდეგაც გადავწყვიტე შემესწავლა სასურველი მიმართულება თქვენთან.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

გავიარე გრაფიკული დიზაინი ნინი მუშკუდიანთან და შემდგომ, UI/UX დიზაინი გიორგი რურუასთან. ორივე მენტორი თავისი საქმის პროფესიონალია და ძალიან უყვართ თავიანთი საქმე. შესაბამისად, მათგან მივიღე ძალიან დიდი ცოდნა, მომცეს სტიმული და მოტივაცია, რითაც კიდევ უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახული გავხდი.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვარ UI/UX დიზაინერი კომპანია MEAMA-ში, რომელიც არის კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია, ის ცვლის ყავის მიღების საუკუნოვან ტრადიციებს და ამკვიდრებს ახალ, ინოვაციურ მიდგომებს.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიაში სწავლისას გაიზარდა ჩემი ცოდნა დიზაინის მიმართულებით. გაცილებით თავდაჯერებული და მიზანდასახული გავხდი, რაც თითქმის ყველაფერში მეხმარება. ამ ყველაფრისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ორივე მენტორსა და აკადემიის მთლიან გუნდს.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ვურჩევდი, რომ დაისახონ მიზანი და ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნის მისაღწევად, არასდროს დანებდნენ, არ შეეშინდეთ დაბრკოლებების და ყოველთვის წინ იარონ, მუდამ იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე. როცა ადამიანს გულით სურს რაღაც და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ის აუცილებლად მიაღწევს მიზანს.