fbpx
გრაფიკული დიზაინი

როგორ მოვხვდი UI/UX დიზაინის კურსიდან MEAMA-ში?

თარიღი: 13 October, 2022

,,გავხდი გაცილებით თავდაჯერებული და მიზანდასახული. ამ ყველაფრისთვის კი მინდა მადლობა გადავუხადო ორივე მენტორსა და აკადემიის მთლიან გუნდს.”

დღეს ნოდარ მექვაბიშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

ვსწავლობ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში IT-ის ფაკულტეტზე, ვარ მეოთხე კურსელი. UI/UX დიზაინის მიმართ ინტერესი გამიჩნდა, როდესაც უნივერსიტეტში შევისწავლე Front-End დეველოპმენტი. ჩემი თავი UI/UX დიზაინერად დავინახე და ბოლომდე ამ სფეროში დავიწყე განვითარება.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

სოციალური ქსელის საშუალებით აღმოგაჩინეთ და ასევე მეგობრის რეკომენდაციით კიდევ უფრო დიდი სიმპათიები დაიმსახურეთ ჩემგან, რის შემდეგაც გადავწყვიტე შემესწავლა სასურველი მიმართულება თქვენთან.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

თქვენთან გავიარე გრაფიკული დიზაინი ნინი მუშკუდიანთან და შემდგომ უკვე გავიარე UI/UX დიზაინი გიორგი რურუასთან. ორივე მენტორი თავისი საქმის პროფესიონალია და ძალიან უყვართ თავიანთი საქმე.

მათგან მივიღე ძალიან დიდი ცოდნა. მომცეს არამარტო ტექნიკური განათლება, არამედ სტიმული და მოტივაცია რითაც კიდევ უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახული გავხდი, რასაც ყოველდღე საკუთარი თავის განვითარებისკენ მივყავარ.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვარ UI/UX დიზაინერი, კომპანია MEAMA-ში, რომელიც არის კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია, იგი ცვლის ყავის მიღების საუკუნოვან ტრადიციებს და ამკვიდრებს ახალ, ინოვაციურ მიდგომებს.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიაში სწავლისას გაიზარდა ჩემი ცოდნა დიზაინის მიმართულებით. გავხდი გაცილებით თავდაჯერებული და მიზანდასახული, რაც თითქმის ყველაფერში მეხმარება. ამ ყველაფრისთვის კი მინდა მადლობა გადავუხადო ორივე მენტორსა და აკადემიის მთლიან გუნდს.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ვურჩევდი, რომ დაისახონ მიზანი და ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნის ასასრულებლად. არასდროს დანებდნენ, არ შეეშინდეთ დაბრკოლებების და ყოველთვის წინ იარონ. მუდამ ზრუნავდნენ საკუთარი თავის განვითარებაზე. როცა ადამიანს გულით სურს რაღაც და მისთვის ყველაფერს აკეთებს, ის აუცილებლად მიაღწევს ყველაფერს ნებისმიერ საკითხში.