fbpx
ციფრული მარკეტინგი

როგორ მოვხვდი TEGETA AUTOMOTIVE IMPORTS – ში?

თარიღი: 13 January, 2023

,,ვფიქრობ, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოხვედრა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.”

დღეს მარიამ ბექოშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს.

-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით..

მე ვარ მარიამი, 22 წლის. დავამთავრე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგის ფაკულტეტი. ამჟამად ვსწავლობ მაგისტრატურაზე, ისევ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირება მენეჯმენტის მიმართულებით.

ზოგადად მარკეტინგი, როგორც სფერო, ძალიან დიდი ხანია, რაც მაინტერესებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მისი სრულყოფილად შესწავლა.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ვფიქრობ, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოხვედრა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. აკადემიიდან უმოკლეს დროში დამიკავშირდნენ და ჩემზე მორგებული პირობები შემომთავაზეს, რამაც დადებითი განწყობა შემიქმნა კომპანიის მიმართ.

აკადემიის შესახებ, კი ახლო მეგობრებისგან შევიტყვე, სწორედ მათ მიერ გაწეული რეკომენდაციით მოვხვდი აქ.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

მე გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი, რომელმაც მომცა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნა. კურსის მენტორი ორიენტირებული იყო, რომ მაქსიმალურ შედეგს მიგვეღწია, რამაც ძალიან დიდი მოტივაცია მომცა და შემდგომში ჩემს საქმიანობაშიც დამეხმარა.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად თეგეტა აუტომოტივ იმპორტში ვარ დასაქმებული, მარკეტინგის მიმართულებით. ეს ის ადგილია, სადაც ყოველთვის მინდოდა მუშაობა და ბედნიერი ვარ რომ მომეცა საშუალება ჩემი შეძენილი უნარები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში განვავითარო.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიაში შეძენილი უნარები მეხმარება ამჟამინდელ საქმიანობაში, როგორც ციფრული, ასევე ტრადიციული მარკეტინგის მიმართულებით, რაზეც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კურსის მენტორს, ირაკლი ქართველიშვილს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემი ციფრული უნარების განვითარებაში.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ყველაფერი შესაძლებელია, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია. წარმატება კი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ციფრულ სამყაროში დასაქმებულებს კი ვურჩევ, რომ არ გაჩერდნენ და მუდმივად განაგრძონ გზა განვითარებისკენ.