fbpx
სოციალური მედია

როგორ მოვხვდი სოციალური მედიის კურსიდან INFINITY SOLUTION – ში?

თარიღი: 19 December, 2023

დღეს ალექსანდრე სამხარაძის ისტორიას გაგიზიარებთ, რომელმაც სოციალური მედიის, ქოფირაითინგის, SEO/SEM, ციფრული მარკეტინგის კურსები გაიარა და ამჟამად INFINITY SOLUTION-ში SEO სპეციალისტის პოზიციას იკავებს. 

მე ვარ ალექსანდრე, 22 წლის. ახლახან დავამთავრე უნივერსიტეტი ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით, თუმცა მაგისტრატურის არჩევის ნაცვლად აგირჩიეთ თქვენ. არჩევანში არ შევმცდარვარ…

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრძელვადიანი ძიებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მოვხვდი.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე კურსები მარკეტინგის სკოლის მიმართულებით, ესენია: სოციალური მედია, ქოფირაითინგი, SEO/SEM და ციფრული მარკეტინგი. ციფრული ინდუსტრიის აკადემია დავტოვე უდიდესი თეორიული ცოდნით და მისი პრაქტიკაში გამოყენების უზომოდ დიდი სურვილით. ამ ყველაფერმა ასევე აკადემიის გვერდში დგომამ განაპირობა, რომ დღეს ჩემი პროფესიით დავსაქმდი.

ამჟამად დასაქმებული ვარ მარკეტინგულ სააგენტო (INFINITY SOLUTION)-ში SEO სპეციალისტად, სადაც ყოველდღე ვიზრდები კარიერულად და მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ ამ საქმის კეთებით.

იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის რეკომენდაციით მივიღე „INFINITY“-სგან დასაქმების შემოთავაზება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არა, ციფრული ინდუსტრიის აკადემია და ჩემი უმაგრესი მენტორები – ნუცა ბერუჩაშვილი, ელენე ბიბილეიშვილი და დიტო ჭიჭინაძე, მე ასეთ ხანმოკლე პერიოდში ვერ შევძლებდი ჩემი პოტენციალის ამ სფეროში გამოყენებას.

იმ “ორშაბათის”ლოდინში თუ როდის დაიწყებთ სწავლას, ნუ დაკარგავთ დროს, რადგან ვიდრე თქვენ ყოყმანობთ სხვა წარმატებას აღწევს. არ გადადოთ, უბრალოდ დაიწყეთ.