fbpx

როგორ მოვხვდი სოციალური მედიის კურსიდან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

თარიღი: 11 August, 2022

,,აკადემიაში გავლილი კურსების მეშვეობით გაიზარდა ჩემი ცოდნა, გავხდი უფრო თავდაჯერებული.”

დღეს სოფი ხურციძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ სოფი, 23 წლის. დავამთავრე ფილოლოგიის ფაკულტეტი, თუმცა დამაინტერესა ციფრულმა პროფესიებმა და ამ მიმართულებით ვაპირებ განვითარებას.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

აკადემია აღმოვაჩინე 2019 წელს, სოციალურ ქსელში. გადავხედე შერჩეული კურსის სილაბუსს, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე კურსზე დარეგისტრირება. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

თქვენთან პირველად გავიარე SEO-ს კურსი. იმდენად მომეწონა აკადემია გადავწყვიტე მეორე კურსიც გამევლო, არჩევანი სოციალურ მედიაზე შევაჩერე. ორივე კურსი იყო გამორჩეული, როგორც მენტორის, ასევე სილაბუსის მხრივ. ვორქშოპებზე მივიღე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, თქვენთან მიღებული გამოცდილება კი დამეხმარა დასაქმებაში.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად დასაქმებული ვარ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიაში გავლილი კურსების მეშვეობით გაიზარდა ჩემი ცოდნა, გავხდი უფრო თავდაჯერებული.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ციფრული სფეროს წარმომადგენლებისგან რა რჩევაც მიმიღია ყველაზე ღირებული და გამოსადეგი არის – იმეგობრე გუგლთან. მეც იმავეს გირჩევდით. თუ იმეგობრებ გუგლთან და განაგრძობ განვითარებას აუცილებლად მიაღწევ ყველა მიზანს.