fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი სოციალური მედიის კურსიდან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

თარიღი: 3 June, 2021

,,უდიდესი სიამოვნება იმის გაანალიზება, რომ იმ გუნდის პატარა ნაწილი ხარ, რომელიც უამრავ შრომასა და რესურსს დებს იმაში, რომ აკეთონ ძალიან მაღალი დონის კურსები.”

დღეს ნონა წიქარიშვილი მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ნონა წიქარიშვილი, სოციალური მედიის მენეჯერი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

-ინტერესი ამ სფეროსადმი..

ძალიან დიდი ხანი დაინტერესებული ვიყავი ციფრული მარკეტინგით, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ეს მიმართულება შეიძლებოდა ჩემს პროფესიად მექცია. უბრალოდ მსურდა ჩემი პატარ-პატარა საქმეებისთვის სოციალური პლატფორმების კარგად და ხარისხიანად მართვა შემძლებოდა.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

კოვიდ პანდემიის გამო, სახლში ჩაჯდომის პერიოდი იყო ზუსტად ის დრო, როცა ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით უნდა გამეღრმავებინა.

მახსოვს ჩემი მეგობრის რეკომენდაციით ზუსტად ნახევარ საათში გადავწყვიტე და დავრეგისტრირდი კურსზე. აკადემიას იმდენი კურსები აქვს და ისეთი მრავალფეროვნება იყო, ალბათ ზუსტად რომ არ მქონოდა გადაწყვეტილი კონკრეტული კურსი, ვერასდროს ავარჩევდი.

-შთაბეჭდილებები სოციალური მედიის კურსის შესახებ..

გავიარე სოციალური მედიის კურსი, გიგი კურტანიძის მენტორობით. პირველივე ლექციაზე, როდესაც გიგიმ დაიწყო საუბარი ამ სფეროს შესახებ, მივხვდი, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი.

ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო, მე-2 ლექციიდან გადავედით Online სწავლებაზე, რაზეც შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის უდიდესი კომფორტი იყო.

როგორც იცით კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტმა უნდა გააკეთოს ფინალური პროექტი. ბოლო ლექციაზე გიგიმ იკითხა ვინ დაიწყებდა პრეზენტაციას, ისეთი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა (სკოლაში რომ ბავშვებს არ უნდათ გაკვეთილის მოყოლა, რაღაც მსგავსი სიტუაცია იყო) და „გავბედე“ რომ ვყოფილიყავი პირველი. დასრულების შემდეგ მახსოვს გიგიმ თქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, რაც აქამდე ჩაუბარებიათ სტუდენტებს მისთვის.

ძალიან გამიხარდა, რამდენიმე დღეში გიგიმ მომწერა და შემომთავაზა აკადემიაში, მათთან სტაჟირება, ასე დაიწყო ყველაფერი. მინდა ვთქვა, რომ გიგისთან როგორც სწავლა ისე მუშაობა ძალიან დიდი ბედნიერებაა.

-ამჟამად დასაქმებული ვარ..

ციფრული ინდუსტრიის აკადემია

ამჟამად ვმუშაობ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე, ასევე რამდენიმე კომპანიაში ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

უდიდესი სიამოვნება იმის გაანალიზება, რომ იმ გუნდის პატარა ნაწილი ხარ, რომელიც უამრავ შრომასა და რესურსს დებს იმაში, რომ აკეთონ ძალიან მაღალი დონის კურსები. მათი მიზანია თითოეული სტუდენტს მიაწოდონ ხარისხიანი ცოდნა და შეუქმნან მაქსიმალური კომფორტი, იზრუნონ კურსის დასრულების შემდეგაც მათ დასაქმებასა თუ მხარდაჭერაზე, მიაწოდონ არაჩვეულებრივი კონტენტი, რჩევები და გაუზიარონ გამოცდილება.

-რჩევა მათთვის, ვისაც ეს სფერო აინტერესებს..

ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში, რომელსაც შემიძლია თამამად ვთქვა რომ საქართველო ძალიან კარგად, ნაბიჯ- ნაბიჯ მიჰყვება. ეს არის მიმართულება რომელიც სიახლეებთან და ცოდნასთან ერთად გაძლევს უდიდეს სიამოვნებას უშუალოდ საქმის კეთების პროცესში. მათ ვისაც სურს, შემოუერთდეს ციფრულ სამყაროს ვურჩევ, რომ აუცილებლად იჩქარონ აუწყონ ფეხი ამ საუკუნის გამოწვევებს.