fbpx

როგორ მოვხვდი MEDUSA – ში ?

თარიღი: 21 July, 2022

,,აქ მიღებული ხარისხიანი განათლების გარეშე, ნამდვილად ვერ შევძლებდი ამ პოზიციის დაკავებას.“

დღეს სალომე გორინა მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-მე ვარ…

მე ვარ სალომე გორინა. დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და კარიერაც ამ მიმართულებით გავაგრძელე. თუმცა, მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ეს სფერო, ჩემს ინტერესებს არ ემთხვეოდა და პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე.

ჩემი კარიერის ახალ ეტაპზე, PR სააგენტო Key Communication-ს შევუერთდი. ესაა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სააგენტო ინდუსტრიაში. ჩვენს კლიენტებს შორის იყვნენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორიც არის: Wizz Air, Mastercard და Glovo.

პარალელურად კი, Creative Education Studio-ში დავიწყე გრაფიკული დიზაინის შესწავლა. სწორედ ასე აღმოვჩნდი სამართლის სფეროდან, ჯერ კომუნიკაციებში, შემდეგ კი – ციფრულ სამყაროში.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ, სოციალური ქსელების საშუალებით შევიტყვე. დამაინტერესა შემოთავაზებამ, შევავსე სარეგისტრაციო ბმული და ასე აღმოვჩნდი თქვენთან.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის კურსები. მათი საშუალებით, ჩემი ინტერესი დიზაინის მიმართ კიდევ სხვა მიმართულებით წარვმართე, მივიღე ცოდნა, ახალი უნარები, დავეუფლე ახალ პროგრამებს და ვიპოვე საქმე, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრება მსურს.

-ამჟამად სად ხართ დასაქმებული?

ამჯერად ვმუშაობ Medusa Architecture and Design-ში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

მართალია, ციფრული ინდუსტრიის აკადემია არ გამხდარა ჩემი დასაქმების პირდაპირი წყარო, თუმცა აქ მიღებული ხარისხიანი განათლების გარეშე, ნამდვილად ვერ შევძლებდი ამ პოზიციის დაკავებას.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ციფრული სამყაროთი დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი არ შეწყვიტონ ძიება. იქნება ეს ახალი, საინტერესო პლატფორმებისა თუ ანგარიშების აღმოჩენა, ცნობილი გრაფიკული დიზაინერებისა და არტისტების გამოწერა თუ ფავორიტი მუსიკოსების დალაიქება. სწორედ აქ იქმნება ციფრული სამყარო, სწორედ აქაა შესაძლებელი მიმდინარე ტენდენციების გაცნობა და შთაგონება.