fbpx
სოციალური მედია

როგორ მოვხვდი Mana Agency-ში? – ანა ქანაშვილი

თარიღი: 6 April, 2023

მე ვარ ანა ქანაშვილი. ბავშვობიდან ვზრუნავ საკუთარი თავის განვითარებაზე. 2010 წლიდან დავიწყე გამოცდილების დაგროვება ჟურნალისტიკისა და მარკეტინგის მიმართულებით. მას შემდეგ, რამდენიმე კომპანიაში დავსაქმდი მსგავს პოზიციებზე, სადაც დამატებით მევალებოდა სოც. მედიის მართვაც. სწორედ აქედან წამოვიდა ინტერესი აღნიშნული სფეროსადმი.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსების შესახებ გავიგე ჩემი კოლეგისგან და შემდგომ მოვიძიე ინფორმაცია თავად. შევავსე განაცხადი ონლაინ, რის შემდეგაც დამიკავშირდნენ.

გავიარე სოციალური მედიის მართვის კურსი. ჩემი ცოდნა არ იყო სრულფასოვანი და მიმაჩნია, რომ აკადემიამ და მარიამ ჭყონიას პროფესიონალიზმმა დიდი განვითარება მისცა ჩემს შესაძლებლობებს.

ამჟამად დასაქმებული ვარ სოციალური მედიის მართვის სააგენტო – Mana Agency • Digital Advertisingში, სადაც შევძელი საკუთარი თავის დამკვიდრება. ვფიქრობ, რომ სამუშაო გარემო ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ადამიანის განვითარებაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Mana Agency • Digital Advertising ჩემი წარმატების საწინდარი გახდა!

აკადემიაში დაგროვილმა ცოდნამ მომცა საშუალება უფრო თამამად ჩავრთულიყავი ამ საქმიანობაში.

ჩემი რჩევა იქნება – არასდროს შეწყვიტოთ განვითარება, დააგროვეთ მეტი გამოცდილება და შეეცადეთ არ ჩამორჩეთ ტემპს, რადგან ციფრული ინდუსტრია მუდმივად განახლებადი სფეროა, რომელსაც ფეხი თუ არ ავუწყვეთ, აუცილებლად გაგვასწრებს.