fbpx

როგორ მოვხვდი KRAKEN – ში?

თარიღი: 4 January, 2024

დღეს ზურა მახარაშვილის ისტორიას გაგიზიარებთ, რომელმაც სოციალური მედიის კურსი გაიარა და ამჟამად Kraken-ში სოციალური მედიის პოზიციას იკავებს. 

გამარჯობა, მე ვარ ზუკა, მუდმივად ახალი ცოდნის და პროფესიების მაძიებელი. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ დიდიხანია უკვე მსმენია, რადგან სოციალურ ქსელებში ხშირად შემხვედრია აკადემიის ინფორმაცია. როდესაც გადავწყვიტე, რომ შემესწავლა სოციალური მედია, დიდი ხანი აღარ მიფიქრია, უკვე ვიცოდი, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიისთვის უნდა მიმემართა.

აკადემიაში გავაირე სოციალური მედიის კურსი, რომელმაც საშუალება მომცა, ახლიდან გამეაზრებინა ის ცოდნა, რაც აქამდე მქონდა და გამეღრმავებინა თეორიული თუ პრაქტიკული თვალსაზრისით. კურსის დასრულების შემდგომ ყოველივე ამას სწორი მიმართულება მიეცა.

ამჟამად სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციას ვიკავებ ,,კრაკენში” და ვფიქრობ კურსმა ჩემს დასაქმებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მათ, ვინც ახლა ცდილობენ ციფრულ სამყაროში დასაქმებას, ვურჩევ, რომ არ გადადონ გადაწყვეტილების მიღება. ეს არის სფერო, რომელიც ელვის სისწრაფით ვითარდება და ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავუწყოთ ფეხი. ამასთანავე ეს არის საქმიანობა, რომელიც დასაქმების უამრავ და რაც მთავარია კომფორტულ შესაძლებლობებს გვაძლევს.