როგორ მოვხვდი JavaScript Angular-ის კურსიდან ,,Mult”-ში?
თარიღი: 15 April, 2021
,,სწორედ ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ დამაკავშირა დამსაქმებელთან და გამიწია რეკომენდაცია.”
დღეს ნიკა ურუმაშვილი მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:
-მე ვარ..
მე ვარ ნიკა ურუმაშვილი, 27 წლის, დამწყები Front End დეველოპერი.
-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ Facebook-იდან გავიგე, რის შემდეგაც დავრეგისტრირდი სასურველ კურსზე.
-კურსი, რომელიც გავიარე..
მე გავიარე JavaScript Angular-ის კურსი. კურსის მეშვეობით მივიღე დიდი ცოდნა და გამოცდილება. კურსის დასრულების შემდეგ კი ციფრული ინდუსტრიის აკადემია დამეხმარა სასურველი მიმართულებით დასაქმებაში.
-ამჟამად დასაქმებული ვარ..
ამჟამად, დასაქმებული ვარ კომპანია ,,Mult“-ში, ანგულარ დეველოპერის პოზიციაზე.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?
სწორედ ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ დამაკავშირა დამსაქმებელთან და გამიწია რეკომენდაცია.
-რჩევა ამ სფეროში დასაქმების მსურველებს..
ვურჩევდი რომ არ შეწყვიტონ სწავლა და რაც შეიძლება მეტი იმეცადინონ, მიყვნენ კურსს, გააკეთონ დავალებები და არ შეეშინდეთ სირთულეების რადგან შრომა ყოველთვის გამოიღებს შედეგს.