fbpx
ინტერიერის დიზაინი

როგორ მოვხვდი ინტერიერის დიზაინის კურსიდან MON ARCH – ში?

თარიღი: 20 October, 2022

,,ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწავლამ შემმატა თავდაჯერებულობა, გამიმყარა ცოდნა და მომამზადა ახალი გამოწვევებისთვის, რამაც ხელი შეუწყო ჩემს დასაქმებას.”

დღეს სოფო მამარდაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ სოფო მამარდაშვილი, ინტერიერის დიზაინერი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ საპროექტო კომპანია MON ARCH-ში, სადაც ვარ ინტერიერის დიზაინერი.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დიდი სურვილი მქონდა კიდევ გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით და დავიწყე სხვადასხვა კურსების მოძებნა, რის შედეგადაც აღმოვაჩინე ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რომელსაც ჩემი მეგობრებიც უწევდნენ რეკომენდაციას.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი. გარდა უდიდესი თეორიული ცოდნისა, ამ კურსის საშუალებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ, როგორ მიყვარს ეს პროფესია და მივხვდი, რომ ეს არის ის საქმე, რომელიც მინდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთო. ამ ყველაფერში უდიდესი როლი ითამაშა ჩემმა მენტორმა, თათა სვანაძემ. იმდენად დიდი სიყვარულით და აღფრთოვანებით გვიხსნიდა ნებისმიერ საკითხს, შეუძლებელი იყო შენც არ შეგყვარებოდა ეს პროფესია.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად დასაქმებული ვარ საპროექტო კომპანია MON ARCH-ში, სადაც გავიარე სტაჟირება და შემდგომ გავხდი ინტერიერის დიზაინერი.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწავლამ შემმატა თავდაჯერებულობა, გამიმყარა ცოდნა და მომამზადა ახალი გამოწვევებისთვის, რამაც ხელი შეუწყო ჩემს დასაქმებას.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ამ სფეროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ არასდროს შეწყვიტონ საკუთარ თავზე მუშაობა. შეეცადონ, რომ ყოველდღიურად მიიღონ ახალი ინფორმაცია, ახალი ცოდნა და არ შეუშინდნენ ახალ გამოწვევებს.