fbpx

როგორ მოვხვდი ინტერიერის დიზაინის კურსიდან m2 – ში ?

თარიღი: 13 July, 2022

,,2022 წლის ივნისში დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანია m2-ში, ჯუნიორ ინტერიერის დიზაინერად.”

დღეს, ნათია ტოროშელიძე მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-ჩემ შესახებ..

გამარჯობა, მე ვარ ნათია ტოროშელიძე, შეყვარებული ხელოვნებაზე, სილამაზეზე და ინტერიერის დიზაინზე. დამთავრებული მაქვს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვოცნებობდი ინტერიერის დიზაინის სწავლაზე, ვფიქრობდი, რომ ოდესმე აუცილებლად დავეუფლებოდი ამ პროფესიას. 2021 წელს აღმოვაჩინე ციფრული ინდუსტრიის აკადემია, სადაც შეიძლებოდა ონლაინ სწავლა, რაც ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი იყო ჩემთვის.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

აკადემიაში დავესწარი უფასო მასტერკლასს. მივხვდი, მიზნისკენ უნდა გადამედგა ნაბიჯი და გადავწყვიტე სწავლის დაწყება.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი თათა სვანაძესთან და ინტერიერის 3დ ვიზუალიზაციის კურსი დაჩი ხაზალიასთან. უზომოდ კმაყოფილი ვარ ორივე მენტორის, თითოეული მათგანი ცდილობდა მაქსიმალურად დახარჯულიყო, გაეზიარებინა ცოდნა და გამოცდილება, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ. თათამ და დაჩიმ გამიკვალეს ოცნებისკენ მიმავალი გზა!

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

2022 წლის ივნისში დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანია m2-ში, ჯუნიორ ინტერიერის დიზაინერად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიამ შეძლო ჩემი უნარები განევითარებინა. ვფიქრობ, საწყის ეტაპზე საკმაო ცოდნას და პრაქტიკას გვაძლევს თქვენი კურსები.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

მათ ვისაც, სურს განვითარება და რაიმე ახლის სწავლა, ყველას ვურჩევ დაიწყონ ამის კეთება დღეს და არ გადადონ სამომავლოდ.