fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი HR – ის კურსიდან Vipps – ში?

თარიღი: 4 November, 2022

,,ძალიან ვაფასებ, რომ მხოლოდ კურსის გავლით არ შემოიფარგლება აკადემიის და სტუდენტის ურთიერთობა.“

დღეს ხატია დავითულიანი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით..

მოგესალმებით, მე ვარ ხატია დავითულიანი, 31 წლის, პროფესიით ეკონომისტი. მიყვარს მუდმივად სიახლეების ძებნა და საკუთარი თავის გამოცდა.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ გავიგე მეგობრებისგან, რომლებმაც გაიარეს სხვადასხვა კურსები და იყვნენ კმაყოფილები.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

აკადემიაში გავიარე HR-ის კურსი, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. მენტორმა დამანახა, რომ ადამიანური რესურსების მართვა არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად საპასუხისმგებლო. გავხდი მეტად თავდაჯერებული და პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ მიღებულ ცოდნას.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

კურსის გავლის შემდეგ დავიწყე მუშაობა, საფინანსო კომპანია „Vipps“- ში, ადამიანურის რესურსების მართვის სპეციალისტად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

კურსმა მომცა სწორი მიმართულება, რაც ვფიქრობ ყველაზე მთავარია არჩეულ პროფესიაში. ჩემი მენტორი, რომლისგანაც ვისწავლე ძალიან ბევრი რამე და ვიყენებ პრაქტიკაში, ყოველთვის მზადაა ნებისმიერ კითხვაზე გამცეს პასუხი და მომცეს რჩევა. ძალიან ვაფასებ, რომ მხოლოდ კურსის გავლით არ შემოიფარგლება აკადემიის და სტუდენტის ურთიერთობა.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ვურჩევდი დაისახონ მიზანი და ნებისმიერ გამოწვევას უპასუხონ. არასდროს შეუშინდეთ სიახლეს! მთავარია სურვილი და მონდომება. შეუძლებელი არაფერია! წარმატებები ყველას!