როგორ დავსაქმდი HR-ის კურსის შემდეგ?
თარიღი: 15 September, 2022
-მე ვარ..
მე ნინი ვარ, 26 წლის, პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი. ამ პროფესიაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა, მუდმივად ვცდილობ გავცდე კომფორტის ზონას და ახალი გამოწვევები მივიღო. 2 წლის წინ ადამიანური რესურსების მართვით დავინტერესდი და ამჟამად HR მენეჯერი ვარ.
-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
პანდემიის პერიოდში ინგლისურენოვანი კურსი გავიარე, რის შემდეგაც აქტიურად ვიყავი ჩართული ადამიანური რესურსების მიმართულებით ქართულენოვანი კურსების ძიების პროცესში და მეგობრის რეკომენდაციით აღმოვაჩინე ციფრული ინდუსტრიის აკადემია.
-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ადამიანური რესურსების მართვის კურსი გავიარე. კურსის მეშვეობით მიღებულმა ცოდნამ საშუალება მომცა აღმომეჩინა და განმევითარებინა ის უნარ-ჩვევები, რაც მომავალში კარიერულ წინსვლაში და ახალი პროფესიის სრულფასოვნად ათვისებაში დამეხმარა.
-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?
ამჟამად დასაქმებული ვარ კომპანია „მკითხველში“, HR მენეჯერის პოზიციაზე. მიხარია რომ მკითხველის გუნდის წევრი ვარ და საშუალება მაქვს ამ სფეროში მიღებული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად ვაქციო.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?
მიუხედავად იმისა, რომ კურსი არ არის გრძელვადიანი, საკმაოდ ინფორმატიულია. მენტორი კურსის მსვლელობისას გვაწვდიდა დამატებით მასალას, გვაცნობდა იმ უახლეს მიდგომებს და თანამედროვე ტენდენციებს, რასაც ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები აუცილებლად უნდა იცნობდნენ.
-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?
ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი რომ არ გაჩერდნენ, დაისახონ კონკრეტული მიზნები და ყოველთვის მზად იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის. აკადემიაში კურსის გავლა ნამდვილად არის გზა წინსვლისკენ.
მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ამჟამად სოც.მედიის კურსს გავდივარ და ვფიქრობ არც ახლა გამიცრუებს იმედებს ციფრული ინდუსტრიის აკადემია.
,,კურსის მეშვეობით მიღებულმა ცოდნამ საშუალება მომცა აღმომეჩინა და განმევითარებინა ის უნარ-ჩვევები, რაც მომავალში კარიერულ წინსვლაში დამეხმარა.”
დღეს ნინო ბარლიანი მოგიყვება საკუთარ ამბავს: