როგორ მოვხვდი HR-ის კურსიდან ,,LIXIN GROUP” – ში?
თარიღი: 22 September, 2022
,,თქვენმა კომპანიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს სამომავლო კარიერაში. დიდი წარმატება მომიტანა და ამისთვის გიხდით უდიდეს მადლობას.”
დღეს ანა ვერძაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:
-მე ვარ..
მოგესალმებით, მე ვარ ანუკა ვერძაძე, 28 წლის, პროფესიით ფსიქოლოგი. დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი პროფესიით ვმუშაობდი საზღვარგარეთ, კერძოდ, იტალიაში პოლონეთსა და თურქეთში. დასაქმებული ვიყავი, როგორც ბაღში, საბავშვო ბაღის აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე სკოლაში, როგორც პროფესორის ასისტენტი. ამჟამად კი დასაქმებული ვარ ადამიანური რესურსების მიმართულებით. HR სფეროთი ვარ დაინტერესებული და მსურს ამ მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა.
-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
თქვენს შესახებ შემთხვევით გავიგე Facebook-ის საშუალებით. როგორც კი თქვენს ვებგვერდზე გადავედი დასათვალიერებლად, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინვე გამიჩნდა სურვილი თქვენთან თანამშრომლობის. თითქოს ვიგრძენი, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, რასაც ვეძებდი.
-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?
თქვენთან გავიარე HR-ის კურსი, ადამიანური რესურსების მართვა. კურსის მენტორი გახლდათ ქალბატონი ნინო ნოდია. უძლიერესი სპეციალისტი და პროფესიონალი თავისი საქმის. უთბილესი, უსაყვარლესი და ძალიან ყურადღებიანი.
როდესაც კურსი დაიწყო, პირველ ლექციაზე დაგვისვა ასეთი კითხვა: რა შედეგებს ელოდებით კურსის ბოლოს? ხედავთ თუ არა თქვენს თავს სამომავლოდ ამ პროფესიაში?
ზუსტად მახსოვს, ახლაც კი მეღიმება, როცა ვიხსენებ, პირველივე დღეს ქალბატონ ნინოს ვუთხარი:
,,ზუსტად არ ვარ ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული ამ არჩევანში, უფრო სწორად არ ვიყავი, მაგრამ დღეს ახლა, რომ გისმენთ გამიჩინეთ დიდი მოტივაცია და უძლიერესი სურვილი, რომ გავყვე ამ პროფესიას.“
მას თავისი საქმე იმდენად უყვარს, რომ ამან ჩემზე იქონია გავლენა. ჩემს სიტყვებზე გაეღიმა და მითხრა, ანუკა ეს ისეთი ხმამაღალი განაცხადია, ამხელა პასუხისმგებლობას ნუ დამაკისრებო (ნუ ესეც ხუმრობით) მაგრამ მე ვუთხარი რომ ჩემი დიდი შრომით და მონდომებით, რასაც ამ კურსზე ჩავდებ აუცილებლად ექნება შედეგი მეთქი.
კურსის გავლის შემდეგ მართლაც ბოლომდე გავყევი ამ სფეროს და მალევე დავსაქმდი. პირველი, ვისაც ამის შესახებ დიდი სიხარულით შევატყობინე ეს იყო ქალბატონი ნინო ნოდია. ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი პროფესიონალთა გუნდის. თქვენმა კომპანიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს სამომავლო კარიერაში. დიდი წარმატება მომიტანა და ამისთვის გიხდით უდიდეს მადლობას.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?
კურსის შემდეგ ბევრ კარგ კომპანიაში დავსაქმდი. ეს იყო მართლაც დიდი წინსვლა ჩემთვის. ახლახან მოვხვდი უცხოურ კომპანიაში. ეს არის დეველოპერული სამშენებლო კომპანია ,,LIXIN GROUP”, სადაც ვმუშაობ HR მენეჯერ ასისტენტის პოზიციაზე.
საკმაოდ წარმატებულად მივიწევ წინ. მსურს უფრო და უფრო განვვითარდე, მეტი ცოდნა მივიღო. თქვენი კურსის წყალობით ავიხდინე ოცნება და მაქვს საოცნებო სამსახური. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ, რომ აღმოგაჩინეთ და მომეცა შანსი დიდი წარმატების, პერსპექტივისა და განვითარების.
-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი არ დაიშურონ ენერგია და შრომა. თუკი მთელ გულსა და სულს ჩააქსოვთ გაითვალისწინებთ ხელმძღვანელების რჩევებს და მიყვებით მას ბოლომდე, თქვენც გახვალთ აუცილებლად იმ შედეგებამდე, რაც მე მივიღე დღეს. აუცილებლად ჩადეთ შრომა და იყავით დარწმუნებული პროფესიის არჩევის დროს. აკეთეთ ის საქმე, რაც მოგანიჭებთ სიამოვნებას.
აირჩიეთ პროფესია, რომელიც გიყვართ და ცხოვრებაში ერთი დღეც არ მოგიწევთ მუშაობა. გისურვებთ წარმატებებს, ყველა მიზნისა და ოცნების ასრულებას.