fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი HR-ის კურსიდან „HR SPACE”- ში

თარიღი: 8 September, 2022

,,ახალი პროფესია შევიძინე და დღეს ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში ვვითარდები.”

დღეს სალომე ქარჩხაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ სალომე ქარჩხაძე – HR რეკრუტერი.

პანდემიის პერიოდში გადავწყვიტე კარიერული სიახლე შემომეტანა ჩემს ცხოვრებაში და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით განმევითარებინა ჩემი ცოდნა და უნარები.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

აქტიურად ვიყავი ჩართული სრულფასოვანი და ამავდროულად მოკლევადიანი კურსების შერჩევაში. მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი მრავლისმომცველი და საინტერესო კურსი გახლდათ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის მიერ შემოთავაზებული. ხაზი მინდა გავუსვა და ვურჩიო ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა რეალური ქეისებისა და პრაქტიკული დავალებების ხარჯზე, გაიღრმაონ ცოდნა HR მიმართულებით.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ადამიანური რესურსების მართვის კურსი – მოკლედ ვიტყვი, ახალი პროფესია შევიძინე და დღეს ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში ვვითარდები ამ მიმართულებით, რაშიც თავისთავად ის ცოდნაც დამეხმარა, რაც კურსის მსვლელობისას მივიღე.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ორგანიზაციულ განვითარების და რეკრუტნგულ ჯგუფ „HR SPACE”- ში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

მენტორი კურსის მსვლელობისას მაქსიმალურად შეეცადა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ჩემს დასაქმებას.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ამ მიმართულებით დასაქმების მსურველებს ვურჩევდი აუცილებლად ეცადონ სწორად მოახდინონ საკუთარი ინტერესების ფოკუსირება. ადამიანური კაპიტალის მართვა ეს ის სფეროა, სადაც პირველ რიგში კარგად უნდა გესმოდეს თუ რამდენად ღირებულია თითოეული თანამშრომელი კომპანიისთვის. მუდმივად უნდა მოახერხო პროცესების ეპიცენტრში ყოფნა.

კურსის მსვლელობისას კი შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ თანამედროვე ტენდენციებს და ძირითად გამოწვევებს HR მიმართულებით, რაც შემდგომში თქვენს დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.