fbpx
დემეტრე შაფაქიძე

როგორ მოვხვდი გრაფიკული დიზაინის კურსიდან SKA – ში ?

თარიღი: 9 January, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ისტორიას, რომელმაც გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსები გაიარა. დემეტრე შაფაქიძე დღეს გრაფიკული დიზაინერია Ska Juice Bar – ში.

გამარჯობა, მე ვარ დემეტრე შაფაქიძე. გრაფიკული და ბრენდ დიზაინერი.

სანამ სასწავლებელს ავირჩევდი, აზრი ჩემს მეგობარს ვკითხე, მეგობარმა კი ციფრული ინდუსტრიის აკადემია მირჩია. რთულია არ დაუჯერო ადამიანს, როდესაც გაბრწყინებული თვალებით და უსაზღვრო ემოციებით გესაუბრება კონკრეტულ სასწავლებელზე და მართალიც აღმოჩნდა. ციფრული ინდუსტრიის აკადემია – ეს არის ადგილი, სადაც მონდომება და შრომა ფასდება.

გავიარე გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსი. კურსმა პირველ რიგში მომცა შესაძლებლობა გამეცნო სფერო უფრო ახლოდან, ასევე გამეცნო მენტორები ნინა სარიაშვილი და სოფიო ჩხენკელი. რთულია ისწავლო მსგავსს მენტორებთან და სასურველ შედეგს ვერ მიაღწიო. კურსისგან მივიღე მაქსიმალური, რასაც დღესდღეობით აქტიურად ვიყენებ.

ამჟამად კომპანია “სკა ჯგუფში” ვარ გრაფიკოს დიზაინერი, პარალელურად ვმუშაობ დისტანციურად, ერთჯერად პროექტებზე და ამავდროულად დავიწყე მცირე სტარტაპი, სადაც საკუთარი დიზაინით დაბეჭდილი პროდუქცია იყიდება.

ჩემი ყოფილი მენტორი და ამჟამად მეგობარი, ყოველთვის ცდილობს სიახლეების ცენტრში მამყოფოს, ამჟამინდელი სამსახურის შესახებაც ნინას დამსახურებით გავიგე, რის შემდეგაც წარმატებით გავიარე გასაუბრება და დავსაქმდი “სკა ჯგუფში” გრაფიკოს დიზაინერად.

დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ ყოველთვის იყვნენ აქტიურები და ყოველთვის შეეჭიდონ ახალ გამოწვევებს, სიტყვები ,,რაღაცას ვერ გავაკეთებ” არ არსებობს. ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მონდომება.