fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი გრაფიკული დიზაინის კურსიდან პალიტრა მედია ჰოლდინგში

თარიღი: 1 April, 2021

,,ამ სფეროში გამოცდილება საერთოდ არ მქონდა, მაგრამ კურსის გავლის შემდეგ საკმაოდ განვვითარდი. მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით, შევქმენი პორტფოლიო, რომელიც დამეხმარა დასაქმებაში.”

დღეს ირინკა გორდეზიანი მოგიყვებათ საკუთარი დასაქმების ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ირინკა გორდეზიანი, 21 წლის, გრაფიკული დიზაინერი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე წავსულიყავი გერმანიაში 1 წლით. მამოძრავებელი ძალა ჩემი თავის უკეთ შეცნობა იყო, მინდოდა მეპოვა ის მიმართულება, რომელიც სიამოვნებას მომანიჭებდა.

ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნება, თუმცა ზუსტად არ ვიცოდი რომელი განხრით მსურდა წასვლა. ბევრი ფიქრის შემდგომ კი გრაფიკულ დიზაინზე შევჯერდი.

საქართველოში დაბრუნებისთანავე ვიცოდი, რომ უნდა მეპოვა გრაფიკული დიზაინის კურსი, რომელიც შედარებით სწრაფად მომცემდა ცოდნას.
სოციალურ ქსელის მეშვეობით გავიგე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ, გავეცანი პროგრამას, ვნახე კურსდამთავრებულების ნამუშევრები და რეკომენდაციები, რის შემდეგაც მივხვდი, რომ აქ სწავლა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა.

-კურსი, რომელიც გავიარე..

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, რომლის ლექტორიც იყო მარია აფანასევა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მრავალფეროვანმა ლექციებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.

პროგრამა ძალიან დაბალანსებული იყო თეორიული სწავლებითა და პრაქტიკული სამუშაოებით. გარდა ამისა, მარია გვიზიარებდა თავის პროფესიულ გამოცდილებებს და ასევე გვეხმარებოდა სფეროს უკეთესად გაცნობაში. ვისწავლე ბევრი, რამ რის შემდეგაც შევძელი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

-ამჟამად ვმუშაობ..

ამჟამად დასაქმებული ვარ გრაფიკულ დიზაინერად, პალიტრა მედია ჰოლდინგში, ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ვთანამშრომლობ ძალიან მეგობრულ და გამოცდილ გუნდთან, რაც უფრო საინტერესოს ხდის სამუშაო პროცესს.

დაკავებული ვარ ბევრი სხვადასხვა აქტივობით, ვქმნი სოციალური მედიის ვიზუალებს, ვიღებ მონაწილეობას კამპანიებში და ასევე ვარ ფრილანსერი.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

ამ სფეროში გამოცდილება საერთოდ არ მქონდა, მაგრამ კურსის გავლის შემდეგ საკმაოდ განვვითარდი. მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით, შევქმენი პორტფოლიო, რომელიც დამეხმარა დასაქმებაში.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი.

ციფრული სამყარო უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს, ეს სფერო მუდმივად ვითარდება, ამიტომ აუცილებელია თვალი ვადევნოთ სიახლეებს და ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. უნდა ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ ინდივიდუალური სტილი, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ.