fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი გრაფიკული დიზაინის კურსიდან ,,კიბე”-ში?

თარიღი: 24 June, 2021

,,კურსმა შემიძლია ვთქვა, რომ სრულად შემასწავლა საჭირო თულები, მომცა საშუალება რომ ვიყო იმ სფეროში, სადაც ბედნიერად ვგრძნობ თავს.”

დღეს თამო ბოკუჩავა მოგიყვება ამბავს, თუ როგორ იპოვა მან საყვარელი საქმიანობა:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ თამო 25 წლის. დიდიხნის ძიების შედეგად აწ უკვე გრაფიკოს დიზაინერი.

-როგორ მოხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მეგობრების და კარგი ფიდბექების წყალობით მოვხვდი.

-კურსი, რომელიც გაიარე..

აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და ამ ეტაპზე გავდივარ მოუშენ დიზაინის კურსს. ამ კურსმა შემიძლია ვთქვა, რომ სრულად შემასწავლა საჭირო თულები, მომცა საშუალება რომ ვიყო იმ სფეროში, სადაც ბედნიერად ვგრძნობ თავს.

-ამჟამად სად მუშაობ..

როგორ მოვხვდი გრაფიკული დიზაინის კურსიდან ,,კიბე”-ში?

ამ ეტაპზე ვთანამშრომლობ ბათუმის საკლუბო სივრცის მთავარ სცენასთან “კიბე”-სთან. გასაკეთებელი იყო სრული რედიზაინი. ავაწყე ლოგო და გახსნის პოსტერი.

საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ გავაფორმეთ ხელშეკრულება და დღეს ვარ კლუბ ,,კიბეს” დიზაინერი, რაც ძალიან მახარებს. ჩემთვის საკმაოდ ემოციური და საპასუხისმგებლო იყო ამ პროექტის აღება, რადგან ბათუმი გასართობად ჩემი და ჩემი მეგობრების ფავორიტი სივრცეა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიამაყის განცდა მქონდა, როდესაც საბოლოო ვერსია შეიქმნა და დადასტურდა ლოგო.

როგორ მოვხვდი გრაფიკული დიზაინის კურსიდან ,,კიბე”-ში?

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ყველას, ვინც ფიქრობს ამ სფეროში მოღვაწეობას ვურჩევ, რომ ყოველდღიურად იმუშაონ საკუთარ თავზე, მუდმივად აკეთონ სხვადასხვა ნამუშევრები, იკითხონ ბევრი და რაც მთავარია ათვალიერონ სხვისი ნამუშევრები. არ ჩამორჩნენ ტენდენციებს და განავითარონ საკუთარი ხედვა და კრეატივი.