fbpx
გრაფიკული დიზაინი

როგორ მოვხვდი გრაფიკული დიზაინის კურსიდან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

თარიღი: 23 February, 2023

,,ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავლილმა გრაფიკული დიზაინის კურსმა მომცა ახალი ტექნიკური უნარები და დამეხმარე კრეატიული აზროვნების განვითარებაში.”

დღეს დავით მახათაძე მოგიყვებათ საკუთარი გამოცდილების შესახებ. მან აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა და მალევე ჩვენს გუნდს შემოუერთდა.

-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით..

დავით მახათაძე, 26 წლის, პროფესიით იურისტი. მაგისტრატურაზე ჩაბარების პერიოდში მუშაობა დავიწყე ქალაქ თბილისის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში, თუმცა ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როდესაც პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე და ასეც მოვიქეცი.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა გადავწყვიტე, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავლილმა გრაფიკული დიზაინის კურსმა მომცა ახალი ტექნიკური უნარები და დამეხმარე კრეატიული აზროვნების განვითარებაში.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად დასაქმებული ვარ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

ჩემს დასაქმებაში აკადემიამ, ბუნებრივია, დიდი როლი ითამაშა. აკადემიის სოციალური ქსელების ჯგუფებში ხშირად იდებოდა შესაბამისი ვაკანსიები, თუმცა საბოლოოდ სწორედ აქ მოვხვდი.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ არასოდეს დანებდნენ, ბევრი რამ ცადონ და დარწმუნებული ვარ მონდომებისა და შრომის ხარჯზე ყველა მსურველი მიაღწევს წარმატებას.