fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი Digital Marketing House – ში ? – ანი ძეგველიშვილი

თარიღი: 19 May, 2023

მოგესალმებით, მე ვარ ანი, ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სოციოლოგიის მიმართულებით. პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან მიყვარს აუდიტორიასთან მუშაობა, მასების კვლევა და ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობა. ძირითადი პროფესიის მიმართულებით გარკვეული სახის პრაქტიკების შემდეგ მივხვდი, რომ აუდიტორიასთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება სწორედ ციფრული სამყაროა და გადავწყვიტე ამ კუთხით გამეგრძელებინა განვითარება. მჭირდებოდა მეტად მოძრავი და თავისუფალი სფერო, მუდმივი სიახლეებითა და გამოწვევებით, რომელიც მომცემდა საშუალებას გამომეხატა საკუთარი თავი და შესაძლებლობები.

პროფესიული განვითარებისა და სიახლეების ძიების პროცესში წავაწყდი თქვენს Facebook გვერდს და რამდენიმე მიზეზის გამო არჩევანი სწორედ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე. პირველ რიგში, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სილაბუსზე გაცნობისას სწორედ ის ასპექტები ამოვიკითხე, რაც ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. გარდა ამისა, აკადემია გამოირჩევა საინტერესო კონტენტითა და კომპეტენტური მენტორებით, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.

გავიარე სოციალური მედიის მართვის კურსი ნუცა ბერუჩაშვილთან. პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს იყო ადგილი, საიდანაც უნდა დამეწყო ჩემი მომავალი კარიერა. ამ კურსმა მომცა უდიდესი მოტივაცია, ცოდნა და გამოცდილება. 

რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, კურსის დასრულებიდან ორ დღეში Digital Marketing House-ში მოვხვდი. გამოცდილ და კომპეტენტურ ადამიანებთან თანამშრომლობამ დიდი გამოცდილება მომიტანა. პროექტებზე მუშაობა, დამკვეთებთან კომუნიკაცია და სასიამოვნო გარემო ჩემთვის ყოველდღიურობად იქცა.

აკადემიამ და განსაკუთრებით ჩემმა მენტორმა ნუცამ, დიდი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში, რაც მთავარია მომცა თავდაჯერება, რომელიც უპირველესია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ მხოლოდ ამ კურსზე გაჩერებას, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ციფრული მარკეტინგის კურსის გავლასაც ვგეგმავ, რაც ვფიქრობ მომავალში უფრო დამეხმარება, ციფრულ სამყაროში ადგილის დამკვიდრებაში.

უბრალოდ არასდროს შეწყვიტოთ ცდა!       

ციფრული სამყარო უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, მთავარია ეძებდე. მუდმივად ეცადეთ განავითაროთ საკუთარი უნარები და იყავით მზად თუნდაც რთული, უცხო გამოწვევებისთვის. აღნიშნული კურსი, ჩემთვის ნამდვილად იქცა მომავლის გზად!