fbpx
ქოფირაითინგი

როგორ მოვხვდი ქოფირაითინგის კურსიდან INSITE – ში?

თარიღი: 6 July, 2023

დღეს ვიკა ომანაძის ამბავი უნდა გაგიზიაროთ, რომელმაც ჩვენთან ქოფირაითინგის კურსები გაიარა. ვიკა დღეს კომუნიკაციების სააგენტო “ინსაიტში” მუშაობს.

სალამი, მე ვიკა ვარ, 22 წლის, წერაზე ღრმა ბავშვობიდან შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ახლახან დაიწყო თავისი უნარების სწორად გამოყენება. მიყვარს მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, ფილმები. დაინტერესებული ვარ ციფრული მარკეტინგით, ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა ახლახან დავიწყე, რაშიც სწორედ ციფრული ინდუსტრიის აკადემია დამეხმარა.

აკადემიაში კონკურსის მეშვეობით მოვხვდი. იმის მიუხედავად, რომ მანამდეც დაინტერესებული ვიყავი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსებით და უახლოეს მომავალში ვგეგმავდი გავლას, რეალური ბიძგი კონკურსში მონაწილეობის მიღება და აკადემიიდან ზარი აღმოჩნდა, რითაც დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.

გავიარე ქოფირაითინგის კურსი. როგორც ზევით აღვნიშნე წერა ყოველთვის ჩემი ძლიერი მხარე იყო, თუმცა კარგად წერის უნარი კარგ ქოფირაითერად ჩამოყალიბების გარანტი არ არის. აკადემიამ მასწავლა ქოფირაითინგის საფუძვლები, მიდგომები და უმთავრესი – ჩემი იდეების სწორი დაგენერირება, მარკეტინგულად, საინტერესოდ და ამავდროულად მარტივად წერა.

ამჟამად ვარ ქოფირაითერი კომპანია „ინსაიტში“, რომელიც გახლავთ მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო. 

ვიტყოდი, აკადემიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში. კურსის გავლის შემდეგ მალევე დავსაქმდი. საკუთარ თავში და უნარებში მეტად დარწმუნებული ვიყავი, ამავდროულად მეტად მოტივირებული და მონდომებულიც.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი: „არ გადადოთ! ახლავე შეუდექით სწავლას! ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების, რადგან ყველაფერი შრომაზე და მონდომებაზეა დამოკიდებული, საკუთარი თავის რწმენა ხელს უწყობს პოზიტიურ აზროვნებას, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი საერთო კეთილდღეობა. ასე რომ გააკეთეთ მაქსიმუმი, ჩადეთ საკუთარ თავში ინვესტიცია და ამ ყველაფრის მერე შრომა ისე მალე დაგიფასდებათ, გააზრებასაც კი ვერ მოასწრებთ.
ციფრული ინდუსტრიის აკადემია დაგეხმარებათ შეისწავლოთ მომავლის პროფესიები და მიიღოთ რეალური და ხარისხიანი ცოდნა.“