fbpx
ქოფირაითინგი

როგორ მოვხვდი ქოფირაითინგის კურსიდან Insite International – ში?

თარიღი: 9 March, 2023

,,როცა შესაძლებლობა მომეცა, ქოფირაითინგის კურსი გამევლო, იმ წამსვე გამოვიყენე და დღეს რომ ვუფიქრდები, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.”

დღეს ნინი ასათიანი მოგიყვებათ საკუთარი გამოცდილების შესახებ. მან აკადემიაში ქოფირაითინგის კურსი გაიარა და მალევე ჩვენი გუნდის რეკომენდაციით Insite International-ის ქოფირაითერი გახდა.

-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით..

გამარჯობა, მე ნინი ვარ, ადამიანი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, რომ კარგად წერდა, მაგრამ დიდ ხანს ვერ ხვდებოდა რა მიმართულებით უნდოდა ამ უნარის განვითარება. ძალიან მიყვარს მუსიკა და შთაგონებასაც უმეტესად ყოველთვის მასში ვპოულობ. მიზიდავს ისტორია და კიდევ ბევრი სხვა სფერო, რადგან ზოგადად, რაღაც საინტერესოს ყველგან და ყველაფერში ვპოულობ. ამ ეტაპზე დიდ ყურადღებას საკომუნიკაციო ინდუსტრიასა და კრეატიულ მიმართულებებს ვუთმობ, მათ შორის კი, ქოფირაითინგს გამოვარჩევდი.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემია მუდმივად ჩემს Top of mind-ში იყო, რადგან ჩემ გარშემო ბევრმა გაიარა სხვადასხვა კურსი და რეკომენდაციებსაც მუდმივად უწევდნენ. ამიტომ, როცა შესაძლებლობა მომეცა, ქოფირაითინგის კურსი გამევლო, იმ წამსვე გამოვიყენე და დღეს რომ ვუფიქრდები, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ახლა SEO ოპტიმიზაცია რომ ვთქვა, გაგიკვირდებათ ხომ? :დდ მე გავიარე ქოფირაითინგის კურსი ნინჩო ბალანჩივაძესთან და არც ვიცი, საიდან დავიწყო ჩამოთვლა, იმდენად ბევრი რამ მომცა ამ კურსმა და უშუალოდ ნინჩომ. თუმცა, რაც არ უნდა ვისაუბრო მიღებულ ცოდნასა და ორგანიზაციულ საკითხებზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ის თავისუფლებაა, რომელიც პირადად ჩემს კრეატიულ აზროვნებას მიეცა, რადგან კურსის არცერთ ეტაპზე თავს შეზღუდულად არ ვგრძნობდი, ყოველთვის გულწრფელად ვაჟღერებდი ჩემს აზრებსა და იდეებს, ეს კი რეალურად ძალიან დიდი ფუფუნებაა. კურსის განმავლობაში საფუძვლიანად ვისწავლე ქოფირაითინგის საბაზისო ელემენტები და თითქმის ყველა მათგანი პრაქტიკულ დავალებაშიც გამოვცადე.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვარ სოციალური მედიის მენეჯერი და ქოფირაითერი ციფრული კომუნიკაციების სააგენტო Insite International-ში, სადაც აკადემიის რეკომენდაციით აღმოვჩნდი.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

უპირველეს ყოვლისა, გამიწია რეკომენდაცია, თანაც ზუსტად ჩემთვის შესაფერის პოზიციაზე. თუმცა, გარდა ამისა, აკადემია დამეხმარა მიმეღო განათლება ქოფირაითინგის მიმართულებით, მემუშავა პროფესიონალთან, რომელმაც ძალიან გულმოდგინედ შეასწორა ჩემი ყველა დავალება და მომცა მნიშვნელოვანი რჩევები. ასევე, აკადემიისა და კურსის მენტორის რეკომენდაცია იყო უდიდესი მოტივაცია, რადგან ეს ნიშნავდა იმას, რომ მე უკვე ნამდვილად კვალიფიცირებული კადრი ვიყავი და თამამად შემეძლო ქოფირაითერად მუშაობა.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

აქტიურობას, რადგან ციფრული სამყარო ძალიან სწრაფად განვითარებადი და ცვალებადია, შესაბამისად, აუცილებელია ჩვენც აქტიური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ვიყოთ.

ასევე, აუცილებლად ვურჩევდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის რომელიმე კურსის გავლას, რადგან მიღებული ცოდნის გარდა, მიეცემათ შანსი რეალურად დასაქმდნენ სასურველი მიმართულებით, გაიცნონ უამრავი ნიჭიერი ადამიანი და გაიგონ მეტი, ციფრული სამყაროს შესახებ.