fbpx
ციფრული მარკეტინგი

როგორ მოვხვდი ციფრული მარკეტინგის კურსიდან Petsup – ში ?

თარიღი: 16 February, 2023

,,დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე კურსის თქვენთან გავლით.“

ჩვენი სტუდენტი, ელენე რამაზაშვილი მოგიყვება საკუთარი გამოცდილების შესახებ. მან ჩვენთან ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა და მალევე Petsup-ში ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით..

მე ვარ ელენე, 22 წლის, ინგლისურენოვანი ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრიატის სტუდენტი. ადრეული ასაკიდან დაინტერესებული ვიყავი  ფსიქოლოგიით, წერით, ფოტოგრაფიითა და ინფორმაციული ტექნოლოგიებით – მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფრით, რასაც პროფესიის შერჩევის დროს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ჩემმა, დარგობრივად, განსხვავებულმა ინტერესებმა მიბიძგა აღმომეჩინა ციფრული მარკეტინგის არსებობა. აქტიურად ვეძებდი და ვეცნობოდი საქართველოში ამ სფეროში დასაქმებისთვის, კომპანიების ძირითად მოთხოვნებს.

როდესაც გადავწყვიტე, რომ ჩემი პირველი ნაბიჯი ციფრული მარკეტინგის კურსის გავლა იქნებოდა, ჩემი მეგობრების რეკომენდაციით დაგიკავშირდით თქვენ. კომპანიის წარმომადგენლების კომპეტენტურობისა და ოპერატიულობის საშუალებით, იმავე დღეს ჩავინიშნეთ ჩემთვის სასურველი თარიღი, გრაფიკი და ფორმატი კურსის დასაწყებად. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე კურსის თქვენთან გავლით.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი. თვე ნახევარში, ციფრული ინდუსტრიის აკადემია დავტოვე სიღრმისეული თეორიული ცოდნითა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უზომოდ დიდი სურვილით. ამ კომბინაციამ კი, სულ რაღაც ორიოდე თვეში პროფესიით დამასაქმა.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ახალი წელი ჩემთვის სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო. იანვრიდან ვარ დასაქმებული კომპანია „ფეთსაფში“ – ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შევუერთდი ქართული კომპანია „ფეთსაფის“ გუნდს, რომელიც შინაური ცხოველების უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელსა და აქსესუარებს საქართველოში ამზადებს.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ ჩემი მენტორის რეკომენდაციით მივიღე „ფეთსაფისგან“ დასაქმების შემოთავაზება – თამამად შემიძლია ვთქვა – რომ არა, ციფრული ინდუსტრიის აკადემია და ჩემი უმაგრესი მენტორი – ირაკლი ქართველიშვილი, მე ასეთ ხანმოკლე პერიოდში ვერ შევძლებდი ჩემი პოტენციალის ამ სფეროში გამოყენებას.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სფეროში მიმუშავია, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვპოულობდი ჩემს მოწოდებას. მას შემდეგ რაც, ციფრული მარკეტინგის კურსი გავიარე, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად იპოვო პროფესია, რომელიც გაინტერესებს. შესაბამისად, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე:

რჩევა #1 – ობიექტურად გააანალიზე და შეაჯამე შენი უნარები (ჩავრთოთ SWOT Analysis).

რჩევა #2 – კარგად დაფიქრდი და გადაწყვიტე ციფრული სამყაროს რომელ განხრაში ხედავ საკუთარ თავს (რჩევა #1 ის მიხედვით).

რჩევა #3 – უნდა დაიჯერო, რომ შენი გულწრფელი სურვილი, მონდომება და მიზანსწრაფულობა სრულიად საკმარისია ნებისმიერი მწვერვალის დასაპყრობად.

ციფრულ სამყაროში დასაქმება, საუკეთესო და საინტერესო არჩევანია ჩემთვის. აქ ხვდები როგორც ბევრ ექსპერიმენტს, ასევე –  გამოწვევებს. საუკეთესო ნაწილი კი ის არის, რომ ამ სფეროში არ არსებობს რუტინა, ყოველი ახალი დღე საშუალებას გაძლევს იყო კრეატიული და მრავალფეროვანი.