fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიიდან KRAKEN-ში?

თარიღი: 10 June, 2021

,,აკადემია ატარებს სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებს, ასევე გამორჩეულია საინტერესო კონტენტით, რომელსაც ყოველდღიურად უზიარებს აუდიტორიას, კურსები დაფუძნებულია რეალურ ქეისებსა და ტენდენციებზე, მენტორებს აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კომპეტენცია და წარმატებულნი არიან თავიანთ საქმეში. “

დღეს ირმაკო კომახიძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ ირმაკო კომახიძე – მარკეტერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის მეორე კურსის მაგისტრანტი, ვმუშაობ ჩემს სამაგისტრო ნაშრომზე და ვემზადები მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

მუდმივად სიახლეების ძიებისა და პიროვნული განვითარების პროცესში ვარ. ვეძებდი ისეთს კურსს, რომელიც დამეხმარებოდა პროფესიული თვალსაწიერის გაფართოებაში.

Არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე რამდენიმე მიზეზის გამო შევაჩერე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ეს აკადემია ატარებს სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებს, ასევე გამორჩეულია საინტერესო კონტენტით, რომელსაც ყოველდღიურად უზიარებს აუდიტორიას, კურსები დაფუძნებულია რეალურ ქეისებსა და ტენდენციებზე, მენტორებს აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კომპეტენცია და წარმატებულნი არიან თავიანთ საქმეში. 

-კურსი..

Გავიარე სოციალური მედიის მართვის კურსი ვეკო თოხაძესთან და ქოფირაითინგის კურსი ნინჩო ბალანჩივაძესთან. ორივე კურსი გამოირჩეოდა ინტერაქტიული და საინტერესო ლექციებით, რაც კარიერული წინსვლისთვის საჭირო ხედვებისა და უნარების განვითარებაში გეხმარება.

-ამჟამად დასაქმებული ვარ..

კრაკენი

ამჟამად დასაქმებული ვარ სარეკლამო კომპანია კრაკენში. ეს არის მეგობრული, გამოცდილი და კრეატიული ადამიანებით სავსე ადგილი, Რომელიც ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს სამუშაო პროცესში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში..

Ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ და მენტორმა გამიწიეს რეკომენდაცია კრაკენში, რამაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ამ კომპანიის ძალიან კარგი გუნდის ნაწილი გავხდი. 

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

თანამედროვე ეპოქა წარმოუდგენელია ციფრული სამყაროს გარეშე. თუ ამ სფეროს ნაწილი გინდა გახდე, მუდმივად თვალი უნდა ადევნო სიახლეებსა და ტენდენციებს, მუდმივი ძიების პროცესი კი საშუალებას მოგცემს აითვისო ახალი პროფესია და დასაქმდე. მნიშვნელოვანია იშრომო იმისთვის, რომ აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს და რაც მთავარია, შექმნა შენი საკუთარი ამბავი.