fbpx
სოციალური მედია

როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიიდან KRAKEN – ში?

თარიღი: 20 April, 2023

გამარჯობა, მე ვარ ნიცა ვარდოსანიძე. 25 წლის. კონტენტ კრეატორი. დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების სკოლა – ტურიზმი.

საკმაოდ ბევრ კომპანიაში მაქვს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პირველი კურსიდან დამოუკიდებლად მიწევდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩემი თავის ძიების პროცესში აღმოვაჩინე, რომ სოციალური მედია ყველაზე ახლოს არის ჩემს ხასიათთან, მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ მუშაობის პროცესით, რაც, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგზეც აისახება.

საკმაოდ კომპეტენტური მეგობრისგან გავიგე თქვენი აკადემიის შესახებ. მომწონს, რომ კურსების მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ, რომელიც დაკომპლექტებულია უკარგესი სფიქერებით.

თქვენთან გავიარე სოციალური მედიის კურსი. ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა მცირე დროში პროფესიონალურ დონეზე მესწავლა ყველაფერი ის, რასაც სოციალური მედია მოიცავს.

ამჟამად ვმუშაობ ,,კრაკენში’’, კონტენტ კრეატორად.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, გარდა იმისა, რომ მაქსიმალური ცოდნის შეძენა მოვახერხე, მენტორის რეკომენდაციით დავიწყე ,,კრაკენში’’ მუშაობა. ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი უკვე გადაშლილია.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ იყვნენ აქტიურები, არ შეეშინდეთ ახალი გამოწვევების. მოგეხსენებათ ციფრული ინდუსტრია საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომ სცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა ამპლუაში. ნებისმიერი საქმისთვის გამოცდილება პრიორიტეტულია, ამიტომ არ თქვათ უარი სტაჟირებაზე, გადამზადებაზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას.