fbpx

როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

თარიღი: 29 September, 2022

,,აკადემია მუდმივად გვთავაზობდა ვაკანსიებს, სადაც კურსის შემდეგ შეგვეძლო დასაქმება, მათ შორის თავიანთ კომპანიაში.”

დღეს ნინი ჩხეიძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ნინი ჩხეიძე, სტუდენტი. ვსწავლობ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრზე თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ამის მიუხედავად ჩემი თავი სულ სხვა სფეროში აღმოვაჩინე და ახლა ჩემი მიზანი ამ კუთხით განვითარებაა.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

აკადემიური შვებულების პერიოდში მინდოდა თავი მაქსიმალურად დამეტვირთა და ამასთანავე ახალი უნარები შემეძინა, დიდხნიანი კვლევის შემდეგ კი არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

მე გავიარე გრაფიკული დიზაინის და ბრენდინგის კურსები. გარდა საბაზისო ცოდნისა ამ სფეროში, ამ კურსების საშუალებით მე დავინახე თუ რა არის ის საქმე, რომელიც მთელი ცხოვრება მინდა ვაკეთო, ისე რომ არ დავიღალო და პირიქით უდიდესი სიამოვნება მივიღო.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად დასაქმებული ვარ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, კონტენტის ადმინისტრატორის პოზიციაზე, რაც საშუალებას მაძლევს მრავალმხრივ განვითარდე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემია მუდმივად გვთავაზობდა ვაკანსიებს, სადაც კურსის შემდეგ შეგვეძლო დასაქმება, მათ შორის თავიანთ კომპანიაში, რაც დამეთანხმებით ძალიან დიდი პლუსია.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

პირველ რიგში, გარდა სწავლის პროცესისა აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, დღესდღეობით გვეძლევა იმის საშუალება, რომ სხვისი დახმარების გარეშე მივიღოთ უამრავი ინფორმაცია ამა თუ იმ პროფესიის შესახებ. საჭიროა მუდმივი პრაქტიკა, რადგან სწორედ ამ დროს ვითარდება ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რაც შემდგომში დასაქმებაში გამოგვადგება.