fbpx
სოციალური მედია

როგორ მოვხვდი ,,ახალგაზრდობის სააგენტოში”?

თარიღი: 17 March, 2023

,,ვურჩევდი, თქვენი აკადემია აირჩიონ, რადგან საუკეთესო მენტორები გყავთ და სწავლის ხარისხი ძალიან მაღალ დონეზეა.”

დღეს სალომე სონიშვილი მოგიყვებათ საკუთარი გამოცდილების შესახებ. მან აკადემიაში სოციალური მედიის კურსი გაიარა და მალევე დასაქმდა.

-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით…

მე ვარ სალომე სონიშვილი, ჟურნალისტი. 15 წელი სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე ვიმუშავე კორესპონდენტად. ყოველთვის მაინტერესებდა სოციალური მედია, სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ციფრული ხელოვნება საფუძვლიანად შემესწავლა.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

გავიარე Google-ის ონლაინ კურსები „ციფრული მარკეტინგის საფუძვლებში“. ამის შემდეგ უფრო დეტალური ცოდნა მჭირდებოდა სოციალური მედიის მართვის მიმართულებით. თქვენს შესახებ Facebook გვერდიდან გავიგე, სწორედ ასე მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

მე გავიარე სოციალური მედიის კურსი ვერა თოხაძესთან. აღვნიშნავ, რომ მენტორი საუკეთესო იყო. ის კურსის დასრულების შემდეგაც მრავალ საკითხში დამეხმარა.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად, ვარ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

ის ინტერესი, რომელიც ჟურნალისტიკასთან ერთად ყოველთვის მქონდა, სწორედ აკადემიის მეშვეობით დღეს ჩემს მეორე პროფესიად ვაქციე.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ვურჩევდი თქვენი აკადემია აირჩიონ, რადგან საუკეთესო მენტორები გყავთ და სწავლის ხარისხი ძალიან მაღალ დონეზეა.