fbpx
ინტერიერის დიზაინი და 3 D Max დიზაინი

როგორ მოვხვდი არქიტექტურულ კომპანია ,,ფიგურაში”?

თარიღი: 1 July, 2021

,,არსებული ცოდნას, უამრავი ნიუანსი, შენიშვნა და მითითება დაემატა, რამაც უფრო თავდაჯერებული და ინფორმირებული გამხადა.”

დღეს მაკა საბაური მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ მაკა საბაური, 21 წლის. ვსწავლობ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ყოველთვის მიზიდავდა და მიზიდავს სიახლეების ძიება, იქნება ეს კარიერული თვალსაზრისითა თუ ნებისმიერი სხვა კუთხით. სიახლე კი, რომელმაც კარი გამიღო უამრავი შესაძლებლობის სამყაროში, სოციალურ ქსელში უბრალო პოსტის ნახვით დაიწყო. ეს იყო ერთგვარი გამოწვევა, თუ რა ვიცოდი და რას შემძენდა, მორიგი კარის გაღება ციფრულ სამყაროში.

-კურსი, რომელიც გავიარე..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ინტერიერის დიზაინისა და 3D Max-ის კურსები. ინტერიერის დიზაინი ჩემთვის, როგორც არქიტექტურის სტუდენტისთვის, უცხო არ იყო, თუმცა ლექციების განმავლობაში, ჩემს გონებაში სულ სხვა ნახატი იხატებოდა.

ინტერიერის დიზაინი ჩემთვის იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. არსებული ცოდნას, უამრავი ნიუანსი, შენიშვნა და მითითება დაემატა, რამაც უფრო თავდაჯერებული და ინფორმირებული გამხადა. რაც შეეხება 3D Max-ს, ეს სრულიად სხვა სამყარო იყო ჩემთვის, რაც ოდნავ შიშის მომგვრელიც კი აღმოჩნდა, მაგრამ აქ უკვე იმ გარემომ ითამაშა დიდი როლი, რომელსაც კურსის ხელმძღვანელი გვიქმნიდა.

ვფიქრობ, ამის დამსახურებაა, რომ პროგრამის “სირთულემ” არ შეგვაშინა არცერთი სტუდენტი და პირადად მე მიმიყვანა იმ ეტაპამდე, რომ დღეს ჩემს სფეროში უფრო წინ ვარ, ვიდრე ვიყავი, და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

-ამჟამად ვმუშაობ…

ფიგურა

ამჟამად ვმუშაობ არქიტექტურულ კომპანია ,,ფიგურაში”, სადაც პროექტირების გარდა, მონაწილეობას ვიღებ ინტერიერის დაგეგმარებასა და დიზაინში, ასევე ამ ყველაფრის ვიზუალიზაციას უზრუნველვყოფ 3D Max-ში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

როგორც უკვე აღვნიშნე, მომცა საკმაოდ დიდი საბაზისო ცოდნა და გამხადა ბევრად კონკურენტუნარიანი.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

არ შეეშინდეთ იმ სირთულეების, რაც ერთი შეხედვით დაუძლეველი ჩანს. პირადად ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ნებისმიერი სურვილისა და ამ სურვილისთვის გაწეულ შრომას, ადრე თუ გვიან, ის შედეგი მოაქვს, რაც გსურთ. რა თქმა უნდა, ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება. იყავით გაბედულები და არასდროს შეგეშინდეთ სიახლისკენ გადადგმული არცერთი ნაბიჯის. წარმატებებს გისურვებთ!