fbpx
HR-ის კურსი

როგორ მოვხვდი AQUALINE – ში?

თარიღი: 26 January, 2023

,,აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ მომცა შესაძლებლობა განმევითარებინა უნარები, დავუფლებოდი ახალ პოზიციას და კომპანიაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დამეკავებინა.”

დღეს კატო ბარაბაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს.

-მე ვარ..

მე ვარ კატო ბარაბაძე, 26 წლის, პროფესიით ჟურნალისტი. ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და ამ სფეროში 5 წელი გავატარე. საინფორმაციო სამსახური იყო ის ძირითადი მიმართულება, რაზეც ვმუშაობდი. არასოდეს მეგონა, რომ ამ პროფესიას დავთმობდი, სანამ არ მივხვდი, რომ ვეღარ ვითარდებოდი. სიახლეების ძიება  მალევე დავიწყე. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავება დამეხმარა.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული კურსებით და იყო რამდენიმე მიმართულება რასაც განვიხილავდი, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებდი. დედაჩემმა იცოდა ამის შესახებ და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსი სწორედ მისი საჩუქარი იყო. ამ ორგანიზაციის შესახებ მე წლებია მსმენია და ინტერესი ჩემი მხრიდან ყოველთვის მაღალი იყო.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში HR-ის კურსი გავიარე. ჩემი მენტორი იყო ნინო ნოდია. უაღრესად კმაყოფილი ვარ მისი პროფესიონალიზმით, კეთილგანწყობით, ყურადღებითა და გადმოცემის უნარით. დასაწყისში ახალი პროფესიის ათვისება ჩემთვის სირთულეებთან ასოცირდებოდა, თუმცა მენტორისა და აკადემიის სწორი მიდგომით პროცესი გამიმარტივდა.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვმუშაობ კომპანია აკვალაინში, HR მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია 2006 წელს დაფუძნდა და დღემდე ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ მომცა შესაძლებლობა განმევითარებინა უნარები, დავუფლებოდი ახალ პოზიციას და კომპანიაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დამეკავებინა, რაც ჩემთვის დიდ წარმატებასთან ასოცირდება.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ციფრული სამყარო უამრავ საინტერესო და ჯადოსნურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენი მოვალეობა კი მისი სწორად აღქმა და გამოყენებაა. უნდა ვირწმუნოთ, რომ შეუძლებელი არაფერია და დასახულ მიზნამდე შეუპოვრად სიარული დიდი წარმატების საწინდარია !