როგორ მოვხვდი Angular – ის კურსიდან LINTON GROUP – ში ?
თარიღი: 30 June, 2022
,,აკადემიამ მომცა მოტივაცია და უნარი იმისა, რომ ვყოფილიყავი კონკურენტუნარიანი ციფრულ ბაზარზე.”
დღეს, ბექა ჩხარტიშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:
-ჩემ შესახებ..
მე ვარ ბექა ჩხარტიშვილი, 29 წლის. მყავს მეუღლე და 9 თვის ვაჟი.
-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოვხვდი მეგობრის რჩევით, რომელიც ჩემი მენტორის თანამშრომელი იყო.
-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?
გავიარე ანგულარის კურსი. ამ კურსმა მასწავლა ყველაფერი, რაც შემდგომ ძალიან გამომადგა გასაუბრებაზე.
-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?
ამჟამად ვმუშაობ LINTON GROUP-ში, ანგულარ დეველოპერად.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?
აკადემიამ მომცა მოტივაცია და უნარი იმისა, რომ ვყოფილიყავი კონკურენტუნარიანი ციფრულ ბაზარზე, რაც საბოლოოდ გახდა მიზეზი იმისა, რომ სწავლის დამთავრებიდან დაახლოებით 1 თვეში დავიწყე მუშაობა, სადაც სტაჟირების გარეშე ამიყვანეს.
-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?
მე ყველას ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ და იბრძოლონ ბოლომდე თავიანთი მიზნებისა და სურვილებისთვის, არ დაკარგონ იმედი და აუცილებლად მოვა მათი დროც.