fbpx

როგორ მოვხვდი Adobe Premiere Pro-ს კურსიდან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

თარიღი: 22 August, 2022

,,შეიძლება ითქვას პირდაპირი ამ აკადემიაში მიღებული ცოდნის შედეგად ვარ აქ, ახლა. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა.”

დღეს დავით მეშვილდიშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს.

-მე ვარ..

მე ვარ დავით მეშვილდიშვილი, 24 წლის. სკოლის დამთავრების შემდეგ, დიდხანს ვეძებე სფეროს, რომელიც ჩემთვის სასარგებლო და საინტერესო იქნებოდა. ძიების პროცესში საკუთარი ძალები მოვსინჯე სხვადასხვა მიმართულებით.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე ვიდეო მონტაჟის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა ვეძებდი და განვიხილავდი სხვადასხვა სასწავლებლებს, საბოლოო ჯამში, არჩევანი შევაჩერე ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ზე.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

მე გავიარე Adobe Premiere pro-ს კურსი, შევიძინე საჭირო ცოდნა და დავხვეწე ჩემი უნარები. ტექნიკური მიმართულებით მიღებული ცოდნა დამეხმარა მიმეცა გასაქანი შემოქმედებითი მხარეებისთვის.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად დასაქმებული ვარ ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია”-ში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

შეიძლება ითქვას პირდაპირი, ამ აკადემიაში მიღებული ცოდნის შედეგად ვარ აქ, ახლა. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ვურჩევდი რომ კარგად დაინახონ ციფრული სამყაროს პოტენციალი, თუ რამდენ შესაძლებლობას გვაძლევს ის. ეცადონ იპოვონ საკუთარი თავი მათთვის სასურველ სფეროში. თანამედროვე სამყარო საკმაოდ საინტერესო გამოწვევებს გვიგზავნის და ციფრული სამყარო შესანიშნავი ვარიანტია. არ ჩამოვრჩეთ განვითარების ტემპს !!