,,ვურჩევდი, თქვენი აკადემია აირჩიონ, რადგან საუკეთესო მენტორები გყავთ და სწავლის ხარისხი ძალიან მაღალ დონეზეა.”
დღეს სალომე სონიშვილი მოგიყვებათ საკუთარი გამოცდილების შესახებ. მან აკადემიაში სოციალური მედიის კურსი გაიარა და მალევე დასაქმდა.
-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით…
მე ვარ სალომე სონიშვილი, ჟურნალისტი. 15 წელი სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე ვიმუშავე კორესპონდენტად. ყოველთვის მაინტერესებდა სოციალური მედია, სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ციფრული ხელოვნება საფუძვლიანად შემესწავლა.
-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
გავიარე Google-ის ონლაინ კურსები „ციფრული მარკეტინგის საფუძვლებში“. ამის შემდეგ უფრო დეტალური ცოდნა მჭირდებოდა სოციალური მედიის მართვის მიმართულებით. თქვენს შესახებ Facebook გვერდიდან გავიგე, სწორედ ასე მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.
-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?
მე გავიარე სოციალური მედიის კურსი ვერა თოხაძესთან. აღვნიშნავ, რომ მენტორი საუკეთესო იყო. ის კურსის დასრულების შემდეგაც მრავალ საკითხში დამეხმარა.
-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?
ამჟამად, ვარ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?
ის ინტერესი, რომელიც ჟურნალისტიკასთან ერთად ყოველთვის მქონდა, სწორედ აკადემიის მეშვეობით დღეს ჩემს მეორე პროფესიად ვაქციე.
-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?
ვურჩევდი თქვენი აკადემია აირჩიონ, რადგან საუკეთესო მენტორები გყავთ და სწავლის ხარისხი ძალიან მაღალ დონეზეა.