fbpx
დასაქმება

როგორ გავხდი Noxtton-ის გრაფიკული დიზაინერი?

თარიღი: 6 May, 2021

,,დავხვეწე დიზაინის ტექნიკები, ვიმუშავე პერსონალურ პროექტებზე, რაც დამეხმარა გამართული პორტფოლიოს შექმნაში და შემდგომ დასაქმებაში.”

ელენე სახვაძე მოგიყვებათ საკუთარი დასაქმების ამბავს, მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსი გაიარა:

-მე ვარ..

ელენე სახვაძე, 28 წლის, გრაფიკული დიზაინერი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე დიზაინის სწავლა, მეგობრის რეკომენდაციით ავირჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემია.

-კურსი, რომელიც გავიარე..

გავიარე გრაფიკული დიზაინის და ბრენდ დიზაინის კურსი. ამ კურსების საშუალებით მივიღე ის საბაზისო ცოდნა, რაც შემდეგ განვითარების საფუძველი გახდა.

-ამჟამად დასაქმებული ვარ.

noxtton

ამჟამად ვარ გრაფიკული დიზაინერი Noxtton-ში, ძალიან მომწონს კომპანიის კულტურა და სამუშაო გარემო. მუშაობის პროცესში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებ.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

მიღებული ცოდნით და შესრულებული დავალებებით დავხვეწე დიზაინის ტექნიკები, ვიმუშავე პერსონალურ პროექტებზე, რაც დამეხმარა გამართული პორტფოლიოს შექმნაში და შემდგომ დასაქმებაში.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

მომავლის პროფესიების შესწავლის მსურველებს ვურჩევდი მუდმივად თვალი ადევნონ ციფრული სამყაროს განვითარებას, რადგან ის ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, არ დაიშურონ დრო და ენერგია ახალი პროფესიის ასათვისებლად, რადგან შრომა აუცილებლად დაეხმარებათ დასაქმებაში.