როგორ გავხდი ინტერიერის დიზაინერი? – ქეთა დონაძე
თარიღი: 18 August, 2022
,,ინტერიერის დიზაინს, 3D დიზაინი მოყვა და ასე იქცა ინტერიერის დიზაინი ჩემს ახალ პროფესიად.”
დღეს ქეთა დონაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:
-მე ვარ..
მე ვარ ქეთა დონაძე, 36 წლის. დამწყები ინტერიერის დიზაინერი.
-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
აკადემიაში შემთხვევით მოვხვდი, სოციალ ქსელში წავაწყდი აკადემიის ერთ დღიან მასტერკლასს. დავესწარი და იმ დღესვე დავრეგისტრირდი. ინტერიერის დიზაინს, 3D დიზაინი მოყვა და ასე იქცა ინტერიერის დიზაინი ჩემს ახალ პროფესიად.
-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ინტერიერის დიზაინის და ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი. კურსმა პირველ რიგში მომცა წარმოდგენა, რა არის ინტერიერის დიზაინი და რას მოიცავს ის, ვისწავლე პროგრამები საბაზისო დონეზე, რის შემდეგაც შევძელი დამოუკიდებლად განვითარება.
-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?
სწავლის დასრულების შემდეგ დავიწყე სტაჟირება არქიტექტურულ კომპანია „VALISHVILIARCHITECTS“ -ში, სადაც მივიღე პრაქტიკული გამოცდილება. ასევე, დამოუკიდებლად ვმუშაობდი პროექტებზე.
-მოგვიყევით თქვენი პროექტის (პროექტების) შესახებ?
ჩემი პროექტები ძირითადად ძველ თბილისშია, ძველ შენობებში, სტილი ეკლექტიკური. მიყვარს ძველის და ახლის სინთეზი, თუმცა მინიმალიზმი და მოდერნიც ძალიან მომწონს.
ძირითადად თვითონ შენობა და მისი ისტორია გკარნახობს რა გზით უნდა წახვიდე, რა თქმა უნდა, დამკვეთი და მისი მოთხოვნებიც.