როგორ გავხდი გრაფიკული დიზაინერი კურსის დასრულების შემდეგ?
თარიღი: 25 March, 2021
,,აკადემიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში, რადგან სწორედ მათი დახმარებით და რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა.”
დღეს ნიკა ადუაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს, როგორ გახდა ლაიონ გრუპის გრაფიკული დიზაინერი კურსის დასრულების შემდეგ:
-მე ვარ..
მე ვარ ნიკა ადუაშვილი, 22 წლის, გრაფიკული დიზაინერი.
-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
დიდი ხანია, რაც თვალყურს ვადევნებ აკადემიის აქტივობას სოციალურ ქსელებში, ვხედავდი წარმატებულ სტუდენტებს, აქედან გამომდინარე, როდესაც გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის შესწავლა, ზუსტად ვიცოდი სად მინდოდა კურსების გავლა.
-კურსი, რომელიც გავიარე..
გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, ნინი მუშკუდიანთან და ბრენდ დიზაინის კურსი თამარ ჭაბუკიანთან. ორივე კურსი როგორც პრაქტიკული სამუშაოებით ასევე თეორიული მასალებით არის დატვირთული.
კურსების დასრულების შემდეგ, უკვე შემიძლია ვიმუშაო ნებისმიერი სირთულის პროექტზე, იმ უნარების დახმარებით რომლებიც ამ დროის მანძილზე შევიძინე.
-ამჟამად დასაქმებული ვარ..
ამჟამად ვარ გრაფიკული დიზაინერი „ლაიონ გრუპში“ , ფრილანსერი და თავისუფალ დროს ვმუშაობ პირად პროექტებზე.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?
აკადემიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში, რადგან სწორედ მათი დახმარებით და რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა.
-გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..
ადამიანებს რომლებსაც სურთ ციფრულ სამყაროში დასაქმება ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე და არ დასჯერდნენ იმ თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს, რომლებსაც აკადემიაში შეისწავლიან. იმისთვის, რომ შენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო, ძალიან დიდი მონდომება და ნებისყოფა არის საჭირო.