fbpx

როგორ გავხდი ბაზარი ორბელიანის გრაფიკული დიზაინერი?

თარიღი: 28 July, 2022

,,კურსი, რომ არა ჩემი უნარები შეიძლება ვერ გამომევლინა. გრაფიკული დიზაინის კურსმა ის ცოდნა მომცა, რაც ყველა დამწყებ დიზაინერს სჭირდება.”

დღეს თათული ძნელაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ თათული. ჯერჯერობით სტუდენტი. ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე, თუმცა რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე რომ გრაფიკული დიზაინერიც შემეძლო გავმხდარიყავი. ამიტომ, კურსები ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე. ვფიქრობდი, რომ ჩემი N1 წამალი სამსახური იქნებოდა, განვითარებისთვის და პრაქტიკისთვის, ამიტომაც, პირველი სამსახურის ძებნა დავიწყე. ამჟამად კი ვმუშაობ ბაზარი ორბელიანზე, როგორც დამწყები გრაფიკული დიზაინერი.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ბავშვობაში ყველაზე მეტად, რაც მაბედნიერებდა მამაჩემთან ერთად ხატვის სწავლა იყო. მომწონდა, როცა ვქმნიდი რაღაცას, რასაც შემდეგ ჩემს ნახატებს ვუწოდებდი. ამის შემდეგ ძალიან სპონტანურად, 20 წლის ასაკში გამიჩნდა სურვილი რომ გრაფიკულ დიზაინზე ჩამებარებინა, შემესწავლა პროგრამები და ფურცელზე შესრულებული ნახატები ეკრანზე გამეცოცხლებინა.

ვფიქრობ, ყველაზე ბედნიერი ხარ, როცა შემოქმედი გქვია. სწორედ ეს იყო მიზანი, მომეძებნა კავშირი გრაფიკულ დიზაინთან.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

გრაფიკული დიზაინის კურსმა ის ცოდნა მომცა, რაც ყველა დამწყებ დიზაინერს სჭირდება. რაც მთავარია კურსმა ჩემი ცოდნა კიდევ უფრო გააღრმავა.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

როგორც აღვნიშნე, ამჟამად ვმუშაობ ბაზარი ორბელიანზე.

-რა როლი ითამაშა აკადემია თქვენს დასაქმებაში?

დიდი. ვინაიდან, კურსი რომ არა ჩემი უნარები შეიძლება ვერ გამომევლინა ისე, როგორც კურსის პროცესში. დანარჩენი უკვე მთლიანი კომუნიკაციაა. მოსწონხარ თუ არა ხალხს.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ვურჩევდი გადადონ ყველანაირი მოსაბეზრებელი და არაფრის მომცემი საქმე, აქტივობა და შეუდგნენ სწავლას. ვინაიდან, კონკრეტული პროფესიის სამყარო ისეთი მარტივიც არ არის, როგორიც ზოგჯერ ჰგონიათ. გახდნენ თამამები ამ საქმეში და არ მოექცნენ ჩარჩოში. და რაც ყველაზე მთავარია, განავითარონ ის იდეები, რომელიც ძალიან უცბად მოდის გონებაში.