fbpx
რა არის აპლიკაციის მარკეტინგი

როგორ დავიწყოთ კარიერა ამ სფეროში?

თარიღი: 2 December, 2023

ახალი მიმართულების სწავლა დიდი ხანია გინდა? თან ციფრული ტექნოლოგიებიც გაინტერესებს? მაშინ სრულიად ახალ და თან ძალიან მოთხოვნად მიმართულებაზე უნდა გაცნობოთ. შენს მობილურში აუცილებლად მოიძებნება აპლიკაციები, რომლებსაც ვერასდროს წაშლი, როგორი სავსეც არ უნდა იყოს მისი მეხსიერება.

გიფიქრია იმაზე, აპლიკაციების გამოსვლის ამბავს როგორ იგებ? და მერე როგორ მიდიხარ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მობილურში კონკრეტული App-ი გადმოწერო? – ეს App მარკეტერების დამსახურებაა.

App მარკეტინგი გვეხმარება, რომ მივწვდეთ ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი აპლიკაციით დაინტერესდებიან და ვაქციოთ ისინი ერთგულ მომხმარებლებად.

მიზნის მისაღწევად App მარკეტერები აკვირდებიან სამიზნე აუდიტორიის ქცევას, მათ ჩვევებს, პრობლემებს და ამის შესაბამისად ქმნიან საკომუნიკაციო სტრატეგიას სოციალურ მედიაში, YouTube Ad-ებში, Email კამპანიებში, App store-ებში და Google Play-ში.

გარდა ამისა, აანალიზებენ აპლიკაციის დიზაინსა და შეფუთვას, რათა მოარგონ ის მომხმარებლის საჭიროებებს.

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს აპლიკაციები აქტიურად გამოიყენება, App მარკეტერების მიმართ მოთხოვნა გლობალურად მაღალია.

დამწყები App მარკეტერების ყოველწლიური ანაზღაურება საშუალოდ არის 40,000$ – 50, 000$, გამოცდილი App მარკეტერების ანაზღაურება 6 ციფრისგან შედგება. 

ყველაფერთან ერთად, ეს სფერო შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვიმუშაოთ, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დისტანციურად.

თუ ციფრული მარკეტინგი იცი და გსურს ცოდნის გაღრმავება, თანაც, აპლიკაციების მიმართულებით, შეგიძლია ყოველგვარი ბარიერის გარეშე დაიწყო ამ პროფესიის დაუფლება. 

იმისთვის, რომ გაიგო მეტი ამ სფეროს შესახებ და მიიღო შენს კითხვებზე პასუხები. მოინიშნე 7 დეკემბერი, 8 საათი. დარეგისტრირდი მოცემულ ბმულზე და დაესწარი App მარკეტინგის სრულიად უფასო მასტერკლასს, Online. თანაც, ეს არის პირველი App მარკეტინგის მასტერკლასი საქართველოში. 

მასტერკლასზე გაიგებ:

  1. როგორ უნდა დაიწყო კარიერა ამ სფეროში;
  2. რა არის აპპ მარკეტინგი;
  3. როგორ უნდა დაიწყო საერთაშორისო ბაზარზე მუშაობა;
  4. რა მსგავსებები და განსხვავებებია სტანდარტულ ციფრულ მარკეტინგთან;
  5. რომელი არხები გამოიყენება ყველაზე მეტად აპპ მარკეტინგისთვის;
  6. რა არის Apple Search Ads;
  7. რა არის ASO;
  8. ხელსაწყოები, რომლებიც ცხოვრებას ამარტივებს და ა.შ.

მასტერკლასს ჩაატარებს ჩვენი მენტორი და საქართველოში წარმატებული APP მარკეტერი, ნიკა ჟღერია. მისი გამოცდილება მოიცავს 10+ წელს მარკეტინგულ პროექტებში. ამავდროულად 7 წლიან გამოცდილებას ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ჯამში უმართავს $5 დოლარის ბიუჯეტი სხვადასხვა ციფრულ არხში, ქართული და საერთაშორისო ბრენდებისთვის.

ის არის გერმანულ HR Tech სტარტაპის – WorkBuddy-ის გუნდის წევრი, აპლიკაციების მარკეტინგის მიმართულებით.